Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

CBDC-ები შეძლებენ ურთიერთქმედებას დეცენტრალისებულ ფინანსებთან (DeFi) და სექტორის მეტი სტაბილურობით უზრუნველყოფას. ეს აზრი Cointelegraph-თან ინტერვიუში შვეიცარიის ეროვნული ბანკის (SNB) საბჭოს წევრმა თომას მოზერმა გამოთქვა. 

ისი თქმით, ციფრულ ვალუტაში ცენტრალიზაციასა და დეცენტრალიზაციას „ერთად შეუძლია მუშაობა“. მაგალითად მან მოიყვანა USDT და USDC stablecoin-ები. 

”ასე რომ, ”რაღაც ცენტრალიზებული” უკვე ძალიან დაეხმარა DeFi-ს,” - განაცხადა მოზერმა. 

თუმცა ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა აჯობებს Stablecoin-ებს, რადგან იგი „არ იწვევს კონტრაგენტის რისკს“, თქვქ SNB-ის სპიკერმა. მან აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტები, როგორიცაა Bitcoin და Ethereum, არ არის შესაფერისი DeFi-ის მდგრადი ზრდის მხარდასაჭერად არასტაბილურობის გამო. 

„ალგორითმული Stablecoin-ებიც არ შეიცავს კონტრაგენტის რისკს, მაგრამ ჯერჯერობით წარმატებული [პროექტები] არ გვინახავს. CBDC-ს შეუძლია უზრუნველყოს მეტი სტაბილურობა და ნაკლები რისკი“, - განაცხადა მოზერმა. 

მანამდე წამყვანი ცენტრალური ბანკების თავმჯდომარეებმა გამართლებული უწოდეს დეცენტრალიზებული საფინანსო სექტორის რეგულირების გაძლიერებას მისი განვითარების ფონზე. 

შეგახსენებთ, რომ აგვისტოში ფინეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ოლი რენმა გააკრიტიკა კრიპტოვალუტები და თქვა, რომ CBDC-ები იმუნურია არასტაბილურობის მიმართ და მათი უპირობოდ ნდობა შეიძლება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.