Jump to content

Recommended Posts

Posted

GeForce Beyond-ის პრეზენტაციის დროს პირველი, რაც Nvidia-მ გააკეთა, იყო ახალი რეალურ დროში ღრმა სწავლების სუპერსემპლირების ტექნოლოგია DLSS 3.0-ის შესაძლებლობების დემონსტრირება და მაშინაც კი ცხადი იყო, რომ მასთან ერთად Ada Lovelace გრაფიკული ამაჩქარებლები და განსაკუთრებით GeForce RTX 4090, შეძლებდა გეიმინგ წარმადობის მნიშვნელოვნად გაზრდას. თუმცა ამ დრომდე ეს ფაქტი დადასტურებული არ იყო. 

image.png 

პირველი კომპანია, რომელმაც ექსკლუზიური წვდომა მიიღო GeForce RTX 4090 Founders Edition-სა და DLSS3-ის შესაძლებლობებზე, არის Digital Foundry. მან უკვე ჩაატარა რამდენიმე საკუთარი ტესტი თამაშებში. იმ ფაქტის მიუხედავად, რომ რელიზამდე RTX 4090-ზე მკაცრი ემბარგო მოქმედებს, რომელიც კრძალავს თამაშებში ვიდეო დაფის FPS-ის გამოქვეყნებას, Nvidia-ს წესებში პროცენტების შესახებ არაფერი იყო ნახსენები. 

მაშ ასე, Digital Foundry-მ წვდომა მიიღო Cyberpunk 2077-ზე (Overdrive RT ვერსია), Spider-Man Remastered-სა და Portal RTX-ზე. Spider-Man Remastered-ში Intel Core i9 12900K პროცესორითა და RTX 4090 ვიდეო დაფით 4K გაფართოებაზე DLSS-ის გარეშე თამაშმა მიაღწია პირობით 100%-იან წარმადობას. შეგახსენებთ, რომ FPS-ის კონკრეტული მაჩვენებლების წარმოდგენა არ შეიძლებოდა. ამავე დროს, ანალოგიურმა კონფიგურაციამ DLSS 2-ით დააფიქსირა 16%-იანი ზრდა. DLSS 3-ის შემთხვევაში კი წარმადობა ზუსტად 2.3-ჯერ გაიზარდა. 

 

image.png

კიდევ უფრო საინტერესო შედეგები დაფიქსირდა Portal-ში: 

 
 
 
 
 
 

 

 
 
 
 

Native 4K 

 
 
 
 

DLSS 2 

 
 
 
 

DLSS 3 

 
 
 
 

Intel Core i9 12900K/RTX 4090 

 
 

 

100% 

 
 

323% 

 
 

553% 

 

რაც შეეხება Cyberpunk 2077-ს: 

 
 
 
 
 
 

 

 
 
 
 

Native 4K 

 
 
 
 

DLSS 2 

 
 
 
 

DLSS 3 

 
 
 
 

Intel Core i9 12900K/RTX 4090 

 
 

 

100% 

 
 

 

258% 

 
 

 

399% 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.