Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

მორიგი გადაანგარიშების შედეგად პირველი კრიპტოვალუტის მაინინგის სირთულე 2.14%-ით შემცირდა 31.36 T-მდე. ინდიკატორმა უარყოფითი ტენდენცია პირველად დააფიქსირა 2022 წლის 21 ივლისის შემდეგ. 

image.png 

წყარო: BTC.com. 

ქსელის საშუალო ჰეშრეითი ინდიკატორის ბოლო კორექტირებებს შორის პერიოდში იყო 224 EH/s. Glassnode-ის თანახმად Bitcoin-ის ბლოკჩეინის ჯამურმა გამოთვლითმა სიმძლავრემ (შვიდდღიანი მოძრავი საშუალო) 27 სექტემბრისთვის 222 EH/S-ს მიაღწია. 

image.png 

წყარო: Glassnode. 

ივლისის შუა რიცხვებში პირველი კრიპტოვალუტის მაინინგის სირთულე 27.69 T-მდე შემცირდა, რაც მაქსიმალური შემცირება იყო წლის დასაწყისიდან მოყოლებული. 

შემდეგ მაჩვენებელმა დადებითი ტენდენცია დააფიქსირა. აგვისტოს ბოლოს სირთულე სწრაფად გაიზარდა 9.26%-ით და 14 სექტემბერს მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს 31.05 T. 

მაინინგ პულების კონტექსტში Foundry USA რჩება ლიდერად ქსელის ჰეშრეიის წილის მხრივ - 26.06%. რეიტინგში მას მოსდევს AntPool (18.24%) და F2Pool (17.06%). 

image.png 

წყარო: BTC.com. 

შეგახსენებთ, რომ სექტემბერში Arcane Research-ის ანალიტიკოსებმა გაარკვიეს, რომ საჯარო მაინინგ კომპანიების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ზარალი განიცადა კრიპტოზამთრის გამო. 

ივნისში ექსპერტებმა განაცხადეს, რომ Bitcoin-ის მაინინგის მომგებიანობა 2020 წლის დონემდე დაეცა. მოგვიანებით ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბაზრის არახელსაყრელი პირობების მიუხედავად ინდუსტრიის საჯარო კომპანიები ფინანსურად სტაბილურები არიან. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.