Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია AMD-მ წარადგინა ჩასაშენებელი სისტემებისთვის განკუთვნილი Ryzen Embedded V3000 პროცესორები Zen 3-ის ბაზაზე. V1000 სერიასთან შედარებით ახალ პროცესორებს აქვთ მეტი რაოდენობის ბირთვი, უფრო მაღალი წარმადობა, DRAM მეხსიერების მონაცემთა გადაცემის გაზრდილი სიჩქარე, აგრეთვე გაუმჯობესებული input/output შესაძლებლობები. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: AMD 

Ryzen V სერიის პროცესორების გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა სფეროში - კორპორატიული და მონაცემთა შესანახი ქლაუდ სისტემებისთვის, ქსელის მარშრუტიზატორებისთვის, კომუტაციისა და მონაცემთა დამუშავების ცენტრების დაცვისთვის. მათი მაღალი წარმადობა და დაბალი ენერგომოხმარება შესაფერისია ყველაზე მომთხოვნი სამუშაო გარემოსა და 24/7-ზე რეჟიმში სამუშაო დატვირთვის. 

„ჩვენ შევქმენით AMD Ryzen Embedded V3000 პროცესორები დამკვეთებისთვის, რომლებიც ეძებენ ფართო სპექტრის ამოცაებში ბალანსს მაღალ წარმადობასა და ენერგოეფექტურობას შორის კომპაქტურ BGA კორპუსში“ - განაცხადა Rajneesh Gaur-მა, კომპანია AMD-ის ქვეგანყოფილება Embedded Solutions Group-ის კორპორატიულმა ვიცე-პრეზიდენტმა და გენერალურმა მენეჯერმა. – „V3000 სერიის პროცესორები გვთავაზობენ ფუნქციების ფართო სპექტრს, რომლებიც აუცილებელია კორპორატიული და ქლაუდ შენახვის სისტემებსა და ქსელის მოწყობილობებში პროდუქტიული მუშაობისთვის." 

AMD Ryzen Embedded V3000 პროცესორები ხელმისაწვდომია ოთხ-, ექვს- და რვაბირთვიან კონფიგურაციებში, დაბალი ენერგომოხმარებითა და TDP-ის დონით 10-დან 54 ვატამდე. 

ახალი პროცესორების დამატებითი უპირატესობებია: 

  • ოპერაციულ სისტემა Linux-ის მხარდაჭერა Ubuntu და Yocto დრაივერებით, რომლებიც შემუშავების სტადიაშია; 

  • დაგეგმვადი სასიცოცხლო ციკლი და პროდუქტების მხარდაჭერა 10 წლის განმავლობაში; 

  • ტექნოლოგია AMD Memory Guard, რომელიც განკუთვნილია მეხსიერებაზე არასანქცირებული წვდომისგან დაცვისთვის და  AMD Platform Secure Boot ტექნოლოგია თანამედროვე მუდმივი საფრთხეებისგან (APT) დაცვისთვის  

image.jpeg 

ფოტოს წყარო: AMD 

მონაცემთა შენახვის ბაზრისა და ქსელის ტექნოლოგიებისთვის საჭიროა x86-თავსებადი პროცესორები, რომლებიც ოპტიმიზებული მონაცემთა დამუშავების ცენტრებსა და ქსელის ინფრასტრუქტურის გადაწყვეტილებებზე. მონაცემთა შენახვისა და ქსელებისთვის განკუთვნილი პროცესორები დაბალანსებული უნდა იყოს წარმადობისა და სითბოს გამოყოფის მხრივ თაროებზე გამოსაყენებლად, შეზღუდული სივრცის პირობებში“ - აღნიშნა IDC-ის გამოთვლითი ნახევრადგამტარი პროდუქტების სფეროს კვლევის ვიცე-პრეზიდენტმა Shane Rau-მ. – „ახალი AMD Ryzen Embedded V3000 პროცესორების სერია საშუალებას აძლევს სისტემის დიზაინერებს ისარგებლონ ერთი დაფის დიზაინით და BGA შეფუთვით, რათა შექმნან უფრო მრავალმხრივი და მოქნილი გადაწყვეტილებები, რომლებიც გაამარტივებს სისტემის ინტეგრაციას." 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.