Magdalena Posted September 30, 2022 Posted September 30, 2022 კომპანია AMD-მ წარადგინა ჩასაშენებელი სისტემებისთვის განკუთვნილი Ryzen Embedded V3000 პროცესორები Zen 3-ის ბაზაზე. V1000 სერიასთან შედარებით ახალ პროცესორებს აქვთ მეტი რაოდენობის ბირთვი, უფრო მაღალი წარმადობა, DRAM მეხსიერების მონაცემთა გადაცემის გაზრდილი სიჩქარე, აგრეთვე გაუმჯობესებული input/output შესაძლებლობები. ფოტოს წყარო: AMD Ryzen V სერიის პროცესორების გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა სფეროში - კორპორატიული და მონაცემთა შესანახი ქლაუდ სისტემებისთვის, ქსელის მარშრუტიზატორებისთვის, კომუტაციისა და მონაცემთა დამუშავების ცენტრების დაცვისთვის. მათი მაღალი წარმადობა და დაბალი ენერგომოხმარება შესაფერისია ყველაზე მომთხოვნი სამუშაო გარემოსა და 24/7-ზე რეჟიმში სამუშაო დატვირთვის. „ჩვენ შევქმენით AMD Ryzen Embedded V3000 პროცესორები დამკვეთებისთვის, რომლებიც ეძებენ ფართო სპექტრის ამოცანებში ბალანსს მაღალ წარმადობასა და ენერგოეფექტურობას შორის კომპაქტურ BGA კორპუსში“ - განაცხადა Rajneesh Gaur-მა, კომპანია AMD-ის ქვეგანყოფილება Embedded Solutions Group-ის კორპორატიულმა ვიცე-პრეზიდენტმა და გენერალურმა მენეჯერმა. – „V3000 სერიის პროცესორები გვთავაზობენ ფუნქციების ფართო სპექტრს, რომლებიც აუცილებელია კორპორატიული და ქლაუდ შენახვის სისტემებსა და ქსელის მოწყობილობებში პროდუქტიული მუშაობისთვის." AMD Ryzen Embedded V3000 პროცესორები ხელმისაწვდომია ოთხ-, ექვს- და რვაბირთვიან კონფიგურაციებში, დაბალი ენერგომოხმარებითა და TDP-ის დონით 10-დან 54 ვატამდე. აახალი პროცესორების დამატებითი უპირატესობებია: ოპერაციულ სისტემა Linux-ის მხარდაჭერა Ubuntu და Yocto დრაივერებით, რომლებიც შემუშავების სტადიაშია; დაგეგმვადი სასიცოცხლო ციკლი და პროდუქტების მხარდაჭერა 10 წლის განმავლობაში; ტექნოლოგია AMD Memory Guard, რომელიც განკუთვნილია მეხსიერებაზე არასანქცირებული წვდომისგან დაცვისთვის და AMD Platform Secure Boot ტექნოლოგია თანამედროვე მუდმივი საფრთხეებისგან (APT) დაცვისთვის ფოტოს წყარო: AMD „მონაცემთა შენახვის ბაზრისა და ქსელის ტექნოლოგიებისთვის საჭიროა x86-თავსებადი პროცესორები, რომლებიც ოპტიმიზებულია მონაცემთა დამუშავების ცენტრებსა და ქსელის ინფრასტრუქტურის გადაწყვეტილებებზე. მონაცემთა შენახვისა და ქსელებისთვის განკუთვნილი პროცესორები დაბალანსებული უნდა იყოს წარმადობისა და სითბოს გამოყოფის მხრივ თაროებზე გამოსაყენებლად, შეზღუდული სივრცის პირობებში“ - აღნიშნა IDC-ის გამოთვლითი ნახევრადგამტარი პროდუქტების სფეროს კვლევის ვიცე-პრეზიდენტმა Shane Rau-მ. – „ახალი AMD Ryzen Embedded V3000 პროცესორების სერია საშუალებას აძლევს სისტემის დიზაინერებს ისარგებლონ ერთი დაფის დიზაინით და BGA შეფუთვით, რათა შექმნან უფრო მრავალმხრივი და მოქნილი გადაწყვეტილებები, რომლებიც გაამარტივებს სისტემის ინტეგრაციას." https://tinyurl.com/4v6a6hv7 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.