Jump to content

Recommended Posts

Posted

Intel Raptor Lake პროცესორების ანონსი მიმდინარე კვირაშია მოსალოდნელი, ამიტომ მსხვილი საცალო მოვაჭრეები უკვე იწყებენ მათ შესახებ ინფორმაციის დამატებას მონაცემთა ბაზაში. მაგალითად, ბრიტანულ Amazon-ში გამოჩნდა მე-13 თაობის Core ჩიპების ოთხი მოდელი, მათ შორის 24-ბირთვიანი ფლაგმანური მოდელი Core i9-13900KF, რომელსაც არ გააჩნია ინტეგრირებული გრაფიკა. ყველა მათგანის ფასი მითითებულია. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

ფლაგმანური მოდელის ფასია 750 ბრიტანული ფუნტი (დაახლოებით 806 აშშ დოლარი მიმდინარე კურსით). ეს დაახლოებით 150 ფუნტით მეტია, ვიდრე Core i9-12900K-ს ფასი იყო დიდ ბრიტანეთში გამოშვების დროს. თუმცა Core i9-12900KF ამჟამად ხელმისაწვდომია დაახლოებით 609 ბრიტანულ ფუნტად. გამოშვებისას დაახლოებით 750 ფუნტ სტერლინგად ასევე ხელმისაწვდომი იყო Core i9-12900KS მოდელი, რომელსაც შეეძლო ავტომატური აჩქარება 5.5 გჰც-მდე. 

image.png 

ფოტოს წყარო: Amazon UK 

ბრიტანულ Amazon-ზე აგრეთვე მოცემულია 16-ბირთვიანი Core i7-13700K მოდელი 547 ბრიტანულ ფუნტად (590$) და „F” სუფიქსის მქონე ვარიანტი ინტეგრირებული გრაფიკის გარეშე 517 ბრიტანულ ფუნტად (557$). წინამორბედებთან შედარებით ახალი პროცესორები 120-137 ბრიტანული ფუნტით ძვირია. რაც შეეხება 14-ბირთვიან Core i5-13600KF-ს, იგი ბრიტანულ ონლაინ სავაჭრო პლატფორმაზე 350 ფუნტადაა (დაახლოებით 377 აშშ დოლარი) შეფასებული, რაც ასევე ძვირია წინამორბედ Core i7-12600KF-თან შედარებით, რომლის შეძენა ამჟამად შესაძლებელია 273 ფუნტად. 

image.jpeg 

სავსებით სარწმუნოა, რომ ბრიტანულ სავაჭრო პლატფორმაზე მითითებული ფასები საბოლოო არ არის. Intel Core 13 პროცესორების ოფიციალური ღირებულება და ტექნიკური მახასიათებლები ღონისძიება Intel Innovation-ზე გახდება ცნობილი. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.