Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Tesla რეგულარულად ატარებს ღონისძიებებს, რომლებიც ეძღვნება ამა თუ იმ თემას. შემდეგი მსგავსი ღონისძიება - ხელოვნური ინტელექტისა და მასთან დაკავშირებული თემებისადმი მიძღვნილი Tesla AI Day - 30 სექტემბერს გაიმართება. ილონ მასკის კომპანიამ მიმდინარე დღეებში დაიწყო ამ ღონისძიებაზე მოსაწვევების გაგზავნა. 

image.jpeg 

შეგახსენებთ, რომ Tesla-მ ადრე უკვე გამართა AI Day, სადაც ძირითადად ისაუბრა თავისი ელექტრომობილებისთვის ავტოპილოტირების სისტემის შემუშავების წარმატებაზე, ასევე წარადგინა სუპერკომპიუტერი Dojo და რობოტი-ჰუმანოდი Tesla Bot, რომელიც ამჟამად ცნობილია, როგორც Tesla Optimus. 

ჯერ კიდევ მაისში ილონ მასკმა განაცხადა, რომ მომდევნო Tesla AI Day აგვისტოში გაიმართებოდა, თუმცა მოგვიანებით კომპანიამ ღონისძიება გადადო, რათა მოემზადებინა და ფართო აუდიტორიისთვის ეჩვენებინა Tesla Optimus რობოტის მუშა პროტოტიპი. ღონისძიები მოსაწვევში მოცემულია: „გიწვევთ 30 სექტემბერს AI Day 2022 ღონისძიებაზე პალო-ალტოში, კალიფორნიაში. თქვენ შეიტყობთ Teslaს უახლესი მიღწევების შესახებ ხელოვნური ინტელექტის სფეროში, რომელთა შორისაა Full Self-Driving, Tesla Bot, Dojo და ბევრი სხვა რამ. 

image.jpeg 

მრიგად, რობოტის გარდა, რომელიც, ცალსახაა, ღონისძიების პროგრამის მთავარი მოვლენა იქნება, კომპანია საზოგადოებას გაუზიარებს სრული ავტოპილოტირების სისტემა Tesla FSD-თან დაკავშირებულ მიღწევებსა და გეგმებს, აგრეთვე გარკვეულ დეტალებს სუპერკომპიუტერ Dojo-ს შესახებ. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.