Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია NVIDIA-მ გააზიარა Ada Lovelace სერიის AD102, AD103 და AD104 გრაფიკული პროცესორების სრული მახასიათებლები, რომლებიც საფუძვლად უდევს GeForce RTX 4090, RTX 4080 16 გბ და RTX 4080 12 გბ ვიდეო დაფებს, შესაბამისად. კომპანიამ ასევე დაასახელა GPU-ის ფართობი და მასში მოცემული ტრანზისტორების რაოდენობა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: NVIDIA 

AD102 გრაფიკული პროცესორის კრისტალის ფართობია 608 მმ2და შეიცავს 76.3 მლრდ ტრანზისტორს. AD103-ის კრისტალის ფართობია 378.6 მმ2, ტრანზისტორების რაოდენობა კი - 45.9 მილიარდი. უმცროს AD104-ის კრისტალის ფართობია 294.5 მმ2, ტრანზისტორების რაოდენობა - 35.8 მლრდ. შედარებისთვის, Ampere სერიის ფლაგმანურ ჩიპ GA102-ის კრისტალის ფართობია 628 მმ2და შეიცავს მხოლოდ 28.3 მილიარდ ტრანზისტორს. 

ტრანზისტორების გაზრდილმა რაოდენობამ განაპირობა არა მხოლოდ ფუნქციონალური ბლოკების რაოდენობის ზრდა. იგი ასევე გამოიყენეს ამ ბლოკების გასაუმჯობესებლად - NVIDIA-მ გადააკეთა CUDA ბირთვები, Tensor- და RT-ბირთვები. გარდა ამისა NVIDIA-მ წინამორბედებთან შედარებით ახალ GPU-ებში მნშვნელოვნად გაზარდა რასტერიზაციის ბლოკების (ROP) რაოდენობა. AD102 ჩიპს აქვს 190 ROP (GA102-ს აქვს რასტერიზაციის მხოლოდ 112 ბლოკი), AD103-ს აქვს 112 ROP, AD104-ს - 80 ROP. 

image.jpeg 

ტრანზისტორების ნაწილი გამოიყენება L2 ქეშ-მეხსიერების მოცულობის გასაზრდელად ახალ გრაფიკულ პროცესორებში. ფლაგმანურ AD102 ჩიპს აქვს 96 მბ L2 ქეში (GA102-ს ჰქონდა მხოლოდ 6 მბ L2 ქეში), AD103-ს აქვს 64 მბ, AD104-ს - 48 მბ. 

image.jpeg 

NVIDIA-მ ასევე გამოასწორა უზუსტობა TSMC N4 საწარმოო პროცესის აღწერაში, რომელზეც დამყარებულია ახალი Ada Lovelace GPU-ები. კომპანიამ ადრე მიუთითა, რომ ეს არის 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი, თუმცა რეალურად N4 არის გაუმჯობესებული 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.