Jump to content

Recommended Posts

Posted

Ada Lovelace არქიტექტურაზე დამყარებული ხალი თაობის GeForce RTX 4090 და RTX 4080 გეიმინგ ვიდეო დაფებთან ერთად კომპანია NVIDIA-მ კონფერენცია GTC-ის ფარგლებში წარადგინა პროფესიონალური გრაფიკული ამაჩქარებელი სამუშაო სადგურებისთვის NVIDIA RTX 6000 ამავე არქიტექტურით. მწარმოებელი კომპანია აღნიშნავს, რომ ახალი ვიდეო ბარათი პროფესიონალურ ამოცანებში უზრუნველყოფს 2-4-ჯერ მაღალ წარმადობას წინა თაობის Ampere არიტექტურაზე დამყარებულ RTX A6000 მოდელთან შედარებით.  

image.jpeg 

ფოტოს წყარო: NVIDIA 

Ada Lovelace არქიტექტურის და, შესაბამისად, მასზე დამყარებული ვიდეო დაფების ძირითადი მახასიათებლებია: მესამე თაობის RT-ბირთვები, რომლებიც უზრუნველყოფს წინა თაობასთან შედარებით ორჯერ მაღალ წარმადობას რეითრესინგით ოპერაციებში; მეოთხე თაობის Tensor-ბირთვები, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ ოპერაციებში ორჯერ სწრაფია FP8 მონაცემების ფორმატის გაფართოებული მხარდაჭერის წყალობით; აგრეთვე CUDA ბირთვები, რომლებიც ორჯერ მაღალი წარმადობისაა სიზუსტის ოპერაციებში წინა თაობასთან შედარებით. 

პროფესიონალურ გრაფიკულ ამაჩქარებელ NVIDIA RTX 6000-ს აქვს 48 გბ GDDR6 მეხსიერება შეცდომების კორექციის ფუნქციით (ECC). მისი ენერგომოხმარების მაჩვენებელი 300 ვატია. ვიდეო დაფას აქვს აქტიური გაგრილების სისტემა და მუშაობს PCIe 4.0 x16 ინტერფეისით. ვიდეო ბარათს აქვს ოთხი DisplayPort 1.4. 

image.png 

პროფესიონალურ ვიდეო დაფას ასევე აქვთ ვირტუალიზაციის ტექნოლოგია vGPU-ის მხარდაჭერა და წინა თაობასთან შედარებით სამჯერ გაზრდილი წარმადობა ვიდეოს კოდირებისას მრავალი ერთდროული XR სესიის სტრიმინგისთვის NVIDIA CloudXR-ის გამოყენებით.  

პროფესიონალური ვიდეო დაფა NVIDIA RTX 6000 კომპანიის ძირითად პარტნიორებთან ხელმისაწვდომი დეკემბერში გახდება. მისი ფასი ჯერჯერობით არ დასახელებულა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.