Nacarqeqia Posted April 2, 2011 Posted April 2, 2011 ჰოდა რა ხდება....კარგა ხანია ეს windows 7-ი მიყენია, ასე 1 წელია უკვე, SP1 რომ გამოვიდა ბეტა ვერსია ისიც დავაყენე და უპრობლემოდ მუშაობდა...დღეს კი მოულოდნელად ჩამოჰკრა უბედურეის ზარმა,ეკრანი ლურჯდება და რაგაცები ეწერება რაც არც ისე მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ბოლოში კი წერია 0X000000098 (შეიძლება ერთი ნული ზედმეტია)! გუგლეს ვკითხე და საინტერესო ვერაფერი ვნახე, მემორის, მყარი დისკის ტესტი გავაკეტე და არაფერი პრობლემა არაა, windows 7-ს რომ რეფაირი აქვს ისიც გავაკეთე და შედეგი არც აქ აქვს, safe mode-თი რომ შევდივარ მუშაობს და ახლა როდესაც ამას ვწერ Debugging mode-თი ვარ შემოსული, ისე რეგულარზე არ ირთვება, welcome რომ უნდა დაწეროს მაშინ ლურჯდება ეკრანი... აბა ვინმეს რაიმე იდეა ხომ არ აქვს??? ოღონდ windows-ის შეცვლა სხვა windows-ით იდეად არ მიიღება...ეგ უკანასკნელი ვარიანტია.... P.s. სპ1-ის ბეტა ვერსია მიყენია აქამდე, ეკრანის კუთხეში აწერია evaluation copy 7601.....განახლებები ყველაფერი გადმოწერილია...
V4KH0 Posted April 2, 2011 Posted April 2, 2011 სისტემ რესტორე გაუკეთე იქნებ უშველოს, ისე ვინდოუსის გადაყენება იდეალური ვარიანტია 1 წელი თუ გაგიძლო საღოლ მაგ OS ს :D
Nacarqeqia Posted April 2, 2011 Author Posted April 2, 2011 GrEeNDaY არ გამოვა, არააქვს რესტორე პოინტი.... :unsure:
Nacarqeqia Posted April 2, 2011 Author Posted April 2, 2011 ეგ უკანასკნელია, დავიჯერო რაიმე სხვა საშუალება არაა? თანაც ისე შევცვალო მიზეზიც არ ვიცოდე არაა გამოსავალი, კიდევ რომ დაემართოს მერე?
BIRKOF Posted April 2, 2011 Posted April 2, 2011 ეგ უკანასკნელია, დავიჯერო რაიმე სხვა საშუალება არაა? თანაც ისე შევცვალო მიზეზიც არ ვიცოდე არაა გამოსავალი, კიდევ რომ დაემართოს მერე? სწორი შენიშვნაა მაგრამ მაშინ >> startup-ს გადახედე რამე ისეთი ხო არ გეტვირთება რაც ბრიდავს.. თუ safe mode-ით ნორმალურად იტვირთები.. ან User წაშალე და ხელახლა შექმენი ოღონდ ინფო შეინახე დესკტოპიდან და დოკუმენტებიდან...
Nacarqeqia Posted April 2, 2011 Author Posted April 2, 2011 ახლა კიდევ ახალმა ერორმა შემომანათა 0X00000007E ამის გამო არ ირთვება....ჩვეულებრივ რეჟიმზე...და ისე ეს debugging mode რაა? რატომ შემოდის ამით? ან რატომ არ მითიშავს?
iliko1990 Posted April 2, 2011 Posted April 2, 2011 ნაცარქექია ამას გადახედე http://forums.guru3d.com/showthread.php?t=180525 ისე აბა ოპერები ამოიღე გაწმინდე და ჩასვი მერე(თუ 1-იანი გაქ,სლოტი შეუცვალე მაშინ)
George Posted April 2, 2011 Posted April 2, 2011 რაღაცები იქნება არეული სისტემაში, ან დრაივერი ატრაკებს ან რამე სკრიტი ვირუსია, შეიძლება კრაკის ბრალიც იყოს ან აქტივატორის, პროგრამაზეც შვება მასეთ რამეს სტარტაპში თუ გიზის და არ მუშაობს ვინდოუს 7-ზე კარგათ, მოკლეთ მემგონი გადაყენება დაგჭირდება თუ ვერ ხვდები რის გამო გირესტარტებს და სეიფ მოდიდან გათიშავ მაგას ან წაშლი
gio_kiborg Posted April 2, 2011 Posted April 2, 2011 SafeMode-ში ჩართე გაუშვი CMD (Start-ში ჩაწერე) ადმინისტრატორის უფლებებით(run as administrator) და ჩაწერე sfc.exe /scannow დააჭირე Enter-ს, თუ სისტემური ფაილია შეცვლილი გაასწორებს ხო, აქტივაციას გააფუჭებს, მაგრამ Daz-ის Loader ისევ აამუშავებს ასევე, შესაძლოა რომელიმე დრაივერი ახურებდეს... განსაკუთრებით ვიდეოსი მგონია, მაგან იცის მასეთები...
Nacarqeqia Posted April 3, 2011 Author Posted April 3, 2011 gio_kiborg ეგ გავაკეთე მაგრამ არ უშველა! ვიდეოკარტის დრაივერს განვაახლებ ახლა და მაგასაც ვნახავ. iliko1990 ეგ შეიძლება, მეც ვფიქრობდი მაგას და ვნახავ თუ დრაივერებმა არ უშველა... აქტივაციასაც ხელახლა გავუკეთებ! სისტემას სტარტაფ რეფაირი გავუკეთე და ახლა 0X00000007E კი არა 0XC00000005 ერორი გამოაქვს... მგონი ძალით უნდა თავი შემაცვლევინოს, არადა თამაშებს რა ვუქნა მერე, D-ზე კი მაქვს მაგრამ ხომ აღარ გაუშვებს მერე უმეტესობას....
NFS Posted April 3, 2011 Posted April 3, 2011 gio_kiborg ეგ გავაკეთე მაგრამ არ უშველა! ვიდეოკარტის დრაივერს განვაახლებ ახლა და მაგასაც ვნახავ. iliko1990 ეგ შეიძლება, მეც ვფიქრობდი მაგას და ვნახავ თუ დრაივერებმა არ უშველა... აქტივაციასაც ხელახლა გავუკეთებ! სისტემას სტარტაფ რეფაირი გავუკეთე და ახლა 0X00000007E კი არა 0XC00000005 ერორი გამოაქვს... მგონი ძალით უნდა თავი შემაცვლევინოს, არადა თამაშებს რა ვუქნა მერე, D-ზე კი მაქვს მაგრამ ხომ აღარ გაუშვებს მერე უმეტესობას.... რატო გგონია რო გადაყენების მერე უმეტესობას აღარ გაუშვებს? მე საპირისპიროს ვპიქრობ და მგონია რო ისევ ყველა ჩაირთვება.
Nacarqeqia Posted April 3, 2011 Author Posted April 3, 2011 არვიცი, შეიძლება ჩაირთოს, შეიძლება არა...კიდევ დარჩა ერთი გზა, სპ1 სრულ ვერსიას გადმოვწერ და დავაყენებ, იქნება იმან უშველოს...
NFS Posted April 3, 2011 Posted April 3, 2011 (edited) აი ეს გადმოწერე და დააყენე, თამაშებსაც უპრობლემოდ წაიღებს. Edited April 3, 2011 by NFS
Nacarqeqia Posted April 3, 2011 Author Posted April 3, 2011 და ეს ვერსია პირდაპირ ჩემს ახლანდელ ვინდზე უნდა დავაყენო ხომ? თუ ახალი ვინდია?
system 32 Posted April 3, 2011 Posted April 3, 2011 თუ ოპერატიულმა და მყარმა დისკმა არანაირი შეცდომა არ აჩვენა, მაშინ სავარაუდოდ ვინდოუსია დაზიანებული, კონკრეტულად კი ვირუსის ბრალი იქნება ჩემი აზრით. ისე ვინდოუსის თავიდან დაყენებამ წესით უნდა უშველოს მაგრამ მანამდე ჯობია რაიმე ძლიერი სკანერი გადაატარო კომპიუტერს რომ ვირუსი არ გამოგეპაროს. უმჯობესია დაასკანირო რაიმე ლაივ სიდით(DR.WEB LiveCD, Avira RescueCD, Kaspersky Virus Removal Tool)
Nacarqeqia Posted April 3, 2011 Author Posted April 3, 2011 kaspersky pure მიყენია 2011 და შიგნიდან გავაკეთე სკანირება და არაფერია რააო! კასპერსკის live CD-ით მინდოდა დასკანერება კიდევ, მაგრამ იმას თურმე ბაზის განახლება უნდა როცა შიგნით შედიხარ, მე კიდევ ინტერნეტი მაგთის მოდემით მაქვს და ეგ კიდევ არ მუშაობს ეგეთ სისტემებზე...
NFS Posted April 3, 2011 Posted April 3, 2011 და ეს ვერსია პირდაპირ ჩემს ახლანდელ ვინდზე უნდა დავაყენო ხომ? თუ ახალი ვინდია? ჰო ეს გადმოწერე, მერე დისკზე ან ფლეშკაზე ჩაწერე და გაუშვი ეგრევე
RoGi.ge Posted April 4, 2011 Posted April 4, 2011 SafeMode-ში ჩართე გაუშვი CMD (Start-ში ჩაწერე) ადმინისტრატორის უფლებებით(run as administrator) და ჩაწერე sfc.exe /scannow დააჭირე Enter-ს, თუ სისტემური ფაილია შეცვლილი გაასწორებს ხო, აქტივაციას გააფუჭებს, მაგრამ Daz-ის Loader ისევ აამუშავებს ასევე, შესაძლოა რომელიმე დრაივერი ახურებდეს... განსაკუთრებით ვიდეოსი მგონია, მაგან იცის მასეთები... მე ჩემ აზრს მოგახსენებთ თქვენის ნებართვით. საერთოდ, ლურჯი ეკრანი 99% ჰარდის ბრალია, ჯერ ყველაფერი კარგად ნახე, ოპერებმა იცის პირველ რიგში მასეთი რამეები, საერთოდ სხვა ოპერები სცადე. მერე ვინტი ნახე რამდენიმე პროგრამით დატესტე. ასევე ვიდეო კარტა. და თუ ეს ყველაფერი კარგია.. მაშინ აი ამ ადამიანის რჩევა ყველაზე მეტად აზრიანია
Nacarqeqia Posted April 5, 2011 Author Posted April 5, 2011 ვინდი შევცვალე... აზრი არ ქონდა არაფერს და ვერც ვერაფერი ვნახე... კი მინდოდა მიზეზის გაგება, საინტერესოც იყო და ხომ უნდა იცოდე კაცმა რატომ მოგივიდა ასეთი რამე, რომ მერე აღარ მოგივიდეს, მაგრამ ვერაფერი გავიგე, არაფერმა არ უშველა, ყველაფერი დავტესტე და ყველაფერი მოვხსენ-შევცვალე მაგრამ არაფერმა არ უშველა, ნათელში ამყოფოს ბილმა მისი კერნელი... მოკლედ ვინდი მოკვდა გაუმარჯოს ვინდს...დასახურია თემა...
iliko1990 Posted April 5, 2011 Posted April 5, 2011 ვინდი შევცვალე... აზრი არ ქონდა არაფერს და ვერც ვერაფერი ვნახე... კი მინდოდა მიზეზის გაგება, საინტერესოც იყო და ხომ უნდა იცოდე კაცმა რატომ მოგივიდა ასეთი რამე, რომ მერე აღარ მოგივიდეს, მაგრამ ვერაფერი გავიგე, არაფერმა არ უშველა, ყველაფერი დავტესტე და ყველაფერი მოვხსენ-შევცვალე მაგრამ არაფერმა არ უშველა, ნათელში ამყოფოს ბილმა მისი კერნელი... მოკლედ ვინდი მოკვდა გაუმარჯოს ვინდს...დასახურია თემა... გილოცავ პრობლემის მოგვარებას.მე მაინც მგონია რო მაგას ვინდის გადაყენების გარეშეც მოაგვარებდი,მაგრამ არაუშავს.მეც მქონდა მსგავსი პრობლემა ერთხელ და მაგრად მაწვალა.ვირუსმაც იცის მასე
Recommended Posts