Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია ASUS ამზადებს მინი პერსონალური კომპიუტერების სერია Vivo PN53-ს Zen 3+ არქიტექტურაზე დამყარებული მობილური AMD Ryzen 6000H (Rembrandt) პროცესორების ბაზაზე. სისტემები ხელმისაწვდომი იქნება barebone სახით (ოპერატიული და მუდმივი მეხსიერების გარეშე), ასევე გამოვა სრულად მზა და მუშა პროდუქტები. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: ASUS 

სამწუხაროდ, ახალი Vivo PN53 კომპიუტერების ფოტოები ჯერჯერობით არ გაზიარებულა (ფოტოზე მოცემულია მოდელი PN52), თუმცა მოწყობილობები უკვე აღინიშნა რამდენიმე საცალო სავაჭრო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზაში. გაყიდვაშ ხელმისაწვდომი იქნება მოდელები ექვსბირთვიანი Ryzen 5 6600H (სიხშირე 3.3-4.3 გჰც) პროცესორის ბაზაზე, რვაბირთიანი Ryzen 7 6800H (3.2-4.7 გჰც) პროცესორისა და ფლაგმანური რვაბირთვიანი Ryzen 9 6900HX (სიხშირე 3.3-4.9 გჰც) პროცესორის ბაზაზე. 

ხალი კომპიუტერები წარმოდგენილი იქნება სამი ძირითადი კონფიგურაციის სახით:  

  • ASUS PN53-S5020MD (90MS02H1-M000M0) პროცესორით Ryzen 5 6600H, 8 გბ ოპერატიული და 256 გბ SSD-ით, ფასი - დაახლოებით 840 ევრო; 

  • ASUS PN53-S7021MD (90MS02H1-M000N0) პროცესორით Ryzen 7 6800H, 16 გბ ოპერატიული და 512 გბ SSD-ით, ფასი - დაახლოებით 1000 ევრო; 

  • ASUS PN53-S9022MD (90MS02H1-M000P0) პროცესორით Ryzen 9 6900HX, 16 გბ ოპერატიული და 512 გბ SSD-ით, ფასი - დაახლოებით 1100 ევრო. 

ოპერატიული და მუდმივი მეხსიერების არმქონე მოდელების ფასი დაახლოებით 100 ევროთი ნაკლები იქნება. ფასები მითეთებული ევროპული დღგ-ის გათვალისწინებით. 

image.png 

ფოტოს წყარო: Samtek 

ASUS Vivo PN53 ნეტტოპების აღჭურვილობაში შედის 2.5-გიგაბიტიანი ქსელის ადაპტერები, Wi-Fi 6E-ს მხარდაჭერა, USB 3.2 Gen2 Type-C კონექტორები დამუხტვის ფუნქციით და DisplayPort 1.4-ის ალტერნატიული რეჟიმით, აგრეთვე ორი HDMI 2.0 ინტერფეისი. USB4-ის მხარდაჭერა ახალ კომპიუტერებში გათვალისწინებული არ არის. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.