Magdalena Posted September 21, 2022 Posted September 21, 2022 კომპანია ASUS ამზადებს მინი პერსონალური კომპიუტერების სერია Vivo PN53-ს Zen 3+ არქიტექტურაზე დამყარებული მობილური AMD Ryzen 6000H (Rembrandt) პროცესორების ბაზაზე. სისტემები ხელმისაწვდომი იქნება barebone სახით (ოპერატიული და მუდმივი მეხსიერების გარეშე), ასევე გამოვა სრულად მზა და მუშა პროდუქტები. ფოტოს წყარო: ASUS სამწუხაროდ, ახალი Vivo PN53 კომპიუტერების ფოტოები ჯერჯერობით არ გაზიარებულა (ფოტოზე მოცემულია მოდელი PN52), თუმცა მოწყობილობები უკვე აღინიშნა რამდენიმე საცალო სავაჭრო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზაში. გაყიდვაში ხელმისაწვდომი იქნება მოდელები ექვსბირთვიანი Ryzen 5 6600H (სიხშირე 3.3-4.3 გჰც) პროცესორის ბაზაზე, რვაბირთიანი Ryzen 7 6800H (3.2-4.7 გჰც) პროცესორისა და ფლაგმანური რვაბირთვიანი Ryzen 9 6900HX (სიხშირე 3.3-4.9 გჰც) პროცესორის ბაზაზე. ახალი კომპიუტერები წარმოდგენილი იქნება სამი ძირითადი კონფიგურაციის სახით: ASUS PN53-S5020MD (90MS02H1-M000M0) პროცესორით Ryzen 5 6600H, 8 გბ ოპერატიული და 256 გბ SSD-ით, ფასი - დაახლოებით 840 ევრო; ASUS PN53-S7021MD (90MS02H1-M000N0) პროცესორით Ryzen 7 6800H, 16 გბ ოპერატიული და 512 გბ SSD-ით, ფასი - დაახლოებით 1000 ევრო; ASUS PN53-S9022MD (90MS02H1-M000P0) პროცესორით Ryzen 9 6900HX, 16 გბ ოპერატიული და 512 გბ SSD-ით, ფასი - დაახლოებით 1100 ევრო. ოპერატიული და მუდმივი მეხსიერების არმქონე მოდელების ფასი დაახლოებით 100 ევროთი ნაკლები იქნება. ფასები მითეთებულია ევროპული დღგ-ის გათვალისწინებით. ფოტოს წყარო: Samtek ASUS Vivo PN53 ნეტტოპების აღჭურვილობაში შედის 2.5-გიგაბიტიანი ქსელის ადაპტერები, Wi-Fi 6E-ს მხარდაჭერა, USB 3.2 Gen2 Type-C კონექტორები დამუხტვის ფუნქციით და DisplayPort 1.4-ის ალტერნატიული რეჟიმით, აგრეთვე ორი HDMI 2.0 ინტერფეისი. USB4-ის მხარდაჭერა ახალ კომპიუტერებში გათვალისწინებული არ არის. https://tinyurl.com/2h4e2vn8 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.