Jump to content

Recommended Posts

Posted

კვლევით კომპანია Display Supply Chain Consultants-ის (DSCC) დამფუძნებელმა გააზიარა თავისი მოსაზრებები დრეკადი ლეპტოპების ბაზრის მომავლის შესახებ. მომავალ წელს მოსალოდნელია რამდენიმე ასეთი მოდელის გამოჩენა. 

DSCC პროგნოზირებს მიწოდების მოცულობის 34%-იან ზრდას 2023 წელს. ერთ-ერთი ჩინური ბრენდი მზად არის გამოუშვას მოქნილი ლეპტოპის მინიმუმ ოთხი მოდელი. შესაძლო რეცესიის და გაურკვეველი მოთხოვნის გამო ისინი თავდაპირველად შესაძლებელია შეზღუდული რაოდენობით გამოვიდეს. 

ისეთმა კომპანიებმა, როგორებიცაა Lenovo, Asus და HP, უკვე წარადგინეს დრეკადი ლეპტოპების რამდენიმე მოდელი. ახალ მოწყობილობებს შორის იქნება Asus ZenBook Fold 17, ThinkPad X1 Fold და HP-ს ახალი მოდელი. მწარმოებელი კომპანიებისგან მოსალოდნელია ექსპერიმენტები ამ, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ფორმ-ფაქტორის მიმართულებით. 

image.jpeg 

Lenovo-მ ადრე გამოუშვა ThinkPad X1 Fold - პირველი თაობის ლეპტოპი 13.3-დუიმიანი და მეორე თაობის მოდელი - 16.3-დუიმიანი ეკრანით. გამოჩნდა სადგამები, რომელთა მეშვეობით მოწყობილობები გამოიყენება პორტრეტის და ლანდშაფტის რეჟიმებში. 

DSCC ელოდება, რომ 2023 წელს ბაზარზე გამოვა მინიმუმ 23 დასაკეცი სმარტფონი და პირველი მოწყობილობა ეკრანის მობრუნების შესაძლებლობით. სავარაუდოდ, უკვე Android-მოწყობილობების ყველა მსხვილ მწარმოებელს აქვს ბრუნვადი ეკრანის პროტოტიპი ან მისი პატენტი. 

ჯერჯერობით მხოლოდ Oppo-მ წარადგინა ბრუნვადი ეკრანის პროტოტიპი. ავტომატიზებული „Roll Motor6.7-დუიმიანი ეკრანის ზომას ცვლის 7.4 დუიმამდე. 

DSCC გვპირდება, რომ მოგვიანებით დაასახელებს პირველი მოწყობილობის მწარმოებელ კომპანიას, ვინც მოძრავ ეკრანიან მოწყობილობას გამოუშვებს. ეს იქნება ჩინური კომპანია, ხოლო OLED პანელის მწარმოებელი კორეული იქნება, წერს Digitaltrends. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.