Jump to content

Recommended Posts

Posted

ინტერნეტში გამოქვეყნდა გრაფიკულ ამაჩქარებელ GeForce RTX 4090-ის კიდევ ერთი ვერსიის ფოტო. ამჯერად ეს გახლავთ კომპანია Gigabyte-ის Gaming OC ვარიანტი. დაფას ქარხნული აჩქარება აქვს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Twitter / @wnxod 

სამწუხაროდ, თავად ვიდეო ბარათი კადრში ვერ მოხვდა. ფოტოზე ნაჩვენებია მხოლოდ მისი პროდუქტის შეფუთვა, რაც კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ NVIDIA-მ შეცვალა შრიფტი, რომელიც გამოიყენება GeForce RTX 40 სერიის ვიდეო ბარათების მოდელების დასახელებისთვის. 

შეფუთვაზე მოცემული ინფორმაციით დასტურდება, რომ GeForce RTX 4090-ს 24 გბ GDDR6X ვიდეომეხსიერება აქვს. Gigabyte Gaming OC-ს აქვს უზარმაზარი, სამქულერიანი გაგრილების სისტემა. თუკი ახალი დაფის გაბარიტები ამავე ვერსიის აქტუალური თაობის RTX 3090 Ti-ს მსგავსია, ახალი თაობის ამაჩქარებლის სისქე გაფართოების ოთხი სლოტის ტოლი უნდა იყოს. 

image.jpeg 

არაოფიციალური ხმებით GeForce RTX 4090-ს საფუძვლად უდევ გრაფიკული პროცესორი AD102 – 16384 CUDA ბირთვით. მის და GeForce RTX 4000 სერიის ამაჩქარებლების სხვა მოდელების შესახებ ინფორმაცია 20 სექტემბერს გასაჯაროვდება. 

  • Thanks 1
  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.