Jump to content

Recommended Posts

Posted

Google-მა წარადგინა ახალი სტარტაპი Aalyria, რომელიც შეიქმნა საიდუმლო პროექტ „Minkowski“-ს გუნდის ბაზაზე. პრეს-რელიზის თანახმად სტარტაპი დაკავდება „სუპერსწრაფი, სუპერ უსაფრთხო და მაღალეფექტური საკომუნიკაციო ქსელების მართვით, რომლებმაც უნდა მოიცვას მიწა, ზღვა, ჰაერი, აგრეთვე ახლო და შორეული კოსმოსი“. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Charles Platiau/Reuters 

Aalyria-მ განაცხადა, რომ ფლობს ლაზერული კავშირის ტექნოლოგია Tightbeam-ს, რომელიც მასშტაბით და სიჩქარით აღემატება ამჟამად არსებულ ყველა ტექნოლოგიას და „მკვეთრად აუმჯობესებს თანამგზავრულ კომუნიკაციებს, Wi-Fi-ს ხარისხს თვითმფრინავებსა და გემებზე და ფიჭურ კომუნიკაციებს ყველგან“. პროგრამული პლატფორმა Aalyria უკვე გამოყენებულია Google-ის საჰაერო კოსმოსური ქსელის რამდენიმე პროექტში. 

Aalyria-ს ხელმძღვანელობს აღმასრულებელი დირექტორი კრის ტეილორი, ეროვნული უსაფრთხოების ექსპერტი, რომელიც ადრე მართავდა ხელისუფლებასთან მომუშავე კომპანიებს. Aalyria-ს მრჩეველთა საბჭოში შედის Google-ის რამდენიმე ყოფილი თანამშრომელი და ხელმძღვანელი. სტარტაპს უკვე აქვს 8.7 მლნ აშშ დოლარიანი კომერციული კონტრაქტი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განყოფილებასთან. 

Alphabet-მა, Google-ის მშობელმა კომპანიამ, მიმდინარე წლის დასაწყისში Aalyria-ს გადასცა ტექნოლოგიები, ინტელექტუალური საკუთრება, თითქმის ათი წლის განმავლობაში შექმნილი და რეგისტრირებული პატენტები, ასევე საოფისე ფართები და სხვა აქტივები, აცხადებს CNBC. ამავე დროს, Google გახდა სტარტაპის მცირე წილის მფლობელი. 

სარეკლამო შემოსავლის შემცირების გამო Alphabet უარს ამბობს ინდივიდუალურ პროექტებზე, რომლებიც არაპერსპექტიული აღმოჩნდა, სხვებს გამოყოფს ცალკეულ კომპანიებად გარე დაფინანსების მოძიების მიზნით. კერძოდ, Alphabet-მა დახურა პროექტი Makani, რომელიც დაკავებული იყო ელექტროენერგიის წარმოებისთვის განკუთვნილი საჰაერო ფრანების წარმოებით, აგრეთვე პროექტი Loon, რომელიც აწვდიდა მაღალსიჩქარიან ინტერნეტს მსოფლიოს შორეულ რეგიონებს სტრატოსფეროში მდებარე საჰაერო ბურთების მეშვეობით.  

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.