Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

Intel დიდად არ არის დარწმუნებული მონაცემთა დამუშავების ცენტრების საკუთარ ბიზნესში. გელსინჯერის თქმით კომპანია ელოდება სასერვერო პროცესორების ბაზრის წილის დაკარგვას მინიმუმ 12-13 კვარტლის მანძილზე. AMD-მ უკვე მიაღწია ყველაზე მაღალ საბაზრო წილს სამომხმარებლო და სასერვერო სეგმენტებში. გასული კვარტლის მდგომარეობით „წითლების გუნდმა“ დაიპყრო სერვერების ბაზრის 20.2% და ლეპტოპების პროცესორების ბაზრის 25%. 

image.jpeg 

2022 წლის მეორე კვარტალში AMD-ის წილის განსაკუთრებით მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა. მისი სერვერების წილი გაიზარდა 2.3%-ით კვარტალურად და 4.4% წლიურად. დესკტოპის და ლეპტოპის სეგმენტები ასევე გაიზარდა 3.5%-ით და 4.8%-ით წელიწადში. 

image.jpeg 

image.jpeg 

image.jpeg 

Intel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პეტ გელსინჯერმა აღიარა, რომ კონკურენტებს (AMD) უბრალოდ აქვთ "ზედმეტად დიდი იმპულსი", რაც მხოლოდ Intel-ის პრობლემებს ამძაფრებს. მე-4 თაობის Xeon "Sapphire Rapids-SP" პროცესორების გამოშვება ისევ და ისევ გადაიდო, გამოსვლის შესაძლო თარიღად ამჟამად დადგენილია 2023 წლის პირველი ნახევარი. 

ჩიპების მწარმოებელი ელის, რომ ეს დაღმავალი ტენდენცია გაგრძელდება მინიმუმ 2025 წლამდე, ან შესაძლოა 2026 წლამდეც, როდესაც გამოვა 20A და 18A ჩიპები (რომლებიც სავარაუდოდ კონკურენციას გაუწევენ ან გადააჭარბებენ TSMC-ის ჩიპებს). 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.