Jump to content

Recommended Posts

Posted

კანავერალის კოსმოსური საფრენი პლატფორმიდან (ფლორიდას შტატი) წარმატებით აფრინდა ამერიკულ კომპანია SpaceX-ის რაკეტა Falcon 9. რაკეტამ ტვირთის სახით წაიღო 34 Starlink თანამგზავრი ინტერნეტ-წვდომის უზრუნველყოფისთვის, აგრეთვე სატელეკომუნიკაციო მოწყობილობა AST SpaceMobile BlueWalker 3. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Spaceflight Now 

მისიაში Falcon 9-ს პირველი ბლოკი გამოყენებულ იქნა მეთოთხმეტედ, რაც რეკორდულია მრავალსაფეხურიანი რაკეტისთვის. ეს საფეხური კვლავ დაუბრუნდა დედამიწას და დაეშვა სპეციალურ პლატფორმა A Shortfall of Gravitas-ზე ატლანტის ოკეანეში. 

მ დროისთვის SpaceX-ს გაშვებული ყავს 3200-ზე მეტი Starlink-თანამგზავრი, სამომავლოდ კი რაოდენობის მნიშვნელოვნად გაზრდას აპირებს. შეგახსენებთ, პროექტი ითვალისწინებს გლობალური თანამგზავრული სისტემის ფორმირებას მთელ მსოფლიოში ვრცელი დაფარვის ინტერნეტის უზრუნველყოფის მიზნით. ჯამში Starlink-ის ინფრასტრუქტურამ უნდა გააერთიანოს თითქმის 12 ათასი მცირე ზომის კოსმოსური აპარატი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: AST SpaceMobile 

რაც შეეხება კომპანია AST SpaceMobile-ის თანამგზავრ BlueWalker 3-ს, ეს არის სატესტო მოწყობილობა, რომელიც შექმნილია ჩვეულებრივი სმარტფონების მფლობელებისთვის სატელიტური კომუნიკაციები უზრუნველსაყოფად. აპარატი იწონის დაახლოებით 1.5 ტონას; მისი კონსტრუქცია მოიცავს 64 მ2 ფართობის მქონე ფაზებიანი ანტენის მასივს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.