Magdalena Posted September 13, 2022 Posted September 13, 2022 კანავერალის კოსმოსური საფრენი პლატფორმიდან (ფლორიდას შტატი) წარმატებით აფრინდა ამერიკულ კომპანია SpaceX-ის რაკეტა Falcon 9. რაკეტამ ტვირთის სახით წაიღო 34 Starlink თანამგზავრი ინტერნეტ-წვდომის უზრუნველყოფისთვის, აგრეთვე სატელეკომუნიკაციო მოწყობილობა AST SpaceMobile BlueWalker 3. ფოტოს წყარო: Spaceflight Now მისიაში Falcon 9-ს პირველი ბლოკი გამოყენებულ იქნა მეთოთხმეტედ, რაც რეკორდულია მრავალსაფეხურიანი რაკეტისთვის. ეს საფეხური კვლავ დაუბრუნდა დედამიწას და დაეშვა სპეციალურ პლატფორმა A Shortfall of Gravitas-ზე ატლანტის ოკეანეში. ამ დროისთვის SpaceX-ს გაშვებული ყავს 3200-ზე მეტი Starlink-თანამგზავრი, სამომავლოდ კი რაოდენობის მნიშვნელოვნად გაზრდას აპირებს. შეგახსენებთ, პროექტი ითვალისწინებს გლობალური თანამგზავრული სისტემის ფორმირებას მთელ მსოფლიოში ვრცელი დაფარვის ინტერნეტის უზრუნველყოფის მიზნით. ჯამში Starlink-ის ინფრასტრუქტურამ უნდა გააერთიანოს თითქმის 12 ათასი მცირე ზომის კოსმოსური აპარატი. ფოტოს წყარო: AST SpaceMobile რაც შეეხება კომპანია AST SpaceMobile-ის თანამგზავრ BlueWalker 3-ს, ეს არის სატესტო მოწყობილობა, რომელიც შექმნილია ჩვეულებრივი სმარტფონების მფლობელებისთვის სატელიტური კომუნიკაციებით უზრუნველსაყოფად. აპარატი იწონის დაახლოებით 1.5 ტონას; მისი კონსტრუქცია მოიცავს 64 მ2 ფართობის მქონე ფაზებიანი ანტენის მასივს. https://tinyurl.com/5n7az6um Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.