Jump to content

Recommended Posts

Posted

ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ შეარჩია ავტონომიური მართვის სისტემებისთვის განკუთვნილი ლიდარების მომწოდებელი თავისი პირველი რობოტიზებული ავტომობილისთვის, რომელიც სრულად ელექტრო ძრავით იქნება წარმოდგენილი. კომპანიის პარტნიორი გახდება ჩინური Hesai Technology. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Hesai 

საუბარი ეხება ჰიბრიდული მყარი მდგომარეობის ლიდარ Hesai AT128-ის გამოყენებას, რომელიც გასული წლის აგვისტოში დაანონსდა. ამ პროდუქტის ზომაა 137 × 112 × 47 მმ. მოწყობილობა დაცულია მტვრისგან IP6KX სტანდარტის მიხედვით, ტენიანობისგან - IPX7 და IPX9K სტანდარტების მიხედვით. შესაძლებელია მუშაობა ტემპერატურის ფართო დიაპაზონში. 

ლიდარი უზრუნველყოფს 200 მეტრამდე მოქმედების დიაპაზონს და 120 × 25.4 გრადუს ხედვის კუთხეს. მოწყობილობას შეუძლია წამში 1 536 000 წერტილის რეგისტრირება, რისი წყალობითაც მაღალი დეტალიზაცია მიიღწევა. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი ავტომობილში ინტეგრირების სიმარტივე. 

image.jpeg 

Hesai AT128 მოდული უკვე მიღებულია რამდენიმე ჩინური ავტო ბრენდის მიერ, მათ შორისაა Li Auto, Pixel-J, HiPhi და Lotus China. 

ასევე აღნიშნულია, რომ დღემდე Xiaomi-მ დაახლოებით 478 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადო ავტოპილოტირების ტექნოლოგიების განვითარებაში. თანხები მოხმარდა 500-მდე სპეციალისტისგან შემდგარი კვლევითი ჯგუფის ჩამოყალიბებას, სტარტაპების შეძენას, პარტნიორობის ხელშეკრულებებს და ა.შ. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.