Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

Jon Peddie Research-ის ანალიტიკოსებმა ცოტა ხნის წინ წარადგინეს ახალი მონაცემები დისკრეტული გრაფიკული პროცესორების ბაზარზე წილების განაწილების შესახებ სამ მთავარ მწარმოებელს შორის. NVIDIA კვლავ დომინანტია და მისი წილი ამ სეგმენტში 79.6%-ით გაიზარდა. დანარჩენ 21%-ს ერთმანეთში ინაწილებენ კონკურენტები, 20% AMD-ს ეკუთვნის, თუმცა მან გასულ კვარტალში 4% დაკარგა NVIDIA-ს სასარგებლოდ. დარჩენილ 1%-იან წილს იკავებს Intel, კომპანია ახლა იწყებს დისკრეტული ვიდეო დაფების ახალი ხაზის განვითარებას და ჯერ არ გვევლინება ლიდერობის პრეტენდენტად. ახლახანს Intel-ის წარმომადგენლებმა გააზიარეს კონკრეტული ინფორმაცია მაღალი წარმადობის Arc A7 ვიდეო დაფების შესახებ და შეეხნენ წარმადობას, ხელმისაწვდომობასა და განსაკუთრებულ მახასიათებლებს. 

image.png 

წყარო: Jon Peddie Research 

2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით მიწოდებული ვიდეო ბარათების რაოდენობა 13.38 მილიონიდან 10.4 მილიონ ერთეულამდე შემცირდა, თუმცა თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდს გავითვალისწინებთ, მიწოდების მოცულობა 2.4%-ით გაიზარდა. მიწოდებული ვიდეო დაფების ჯამური ღირებულება აღემატება 5.5 მლრდ აშშ დოლარს, რაც 3.1 მილიარდით ნაკლებია პირველ კვარტალთან შედარებით - ეს განპირობებულია არა მხოლოდ მიწოდების მოცულობის კლებით, არამედ საშუალო გასაყიდი ფასის შემცირებითაც. 

ბოლო დროს რეგულარულად ჩნდება სიახლეები ვიდეო დაფების ფასების შემცირების შესახებ. მოდელების ღირებულება, რომლებიც წლის დასაწყისში რამდენიმე ათას აშშ დოლარად იყიდებოდა, ახლა უკვე 1000 აშშ დოლარზე ნაკლებია. მაგალითად, რესურს Neowin-მა გამოაცხადა 45%-იანი ფასდაკლება ერთ-ერთ სავაჭრო პლატფორმაზე GeForce RTX 3090 მოდელზე - მომხმარებელმა ვიდეო დაფა შეიძნა 790 აშშ დოლარად. შეგახსენებთ, რომ ამ რეფერენსული მოდელის ფასი გამოშვებისას 1499 აშშ დოლარს შეადგენდა. 

განხილულ კვარტალში დაფიქსირებული გაყიდვების კლება აღემატება ბოლო 10 წლის საშუალო მაჩვენებელს. ანალიტიკოსების თქმით AMD-ის მიწოდების მოცულობა კვარტალურად შემცირდა 34%-ით, ხოლო NVIDIA-ს მოცულობა - 19.1%-ით. 

Posted

დიდი წინსვლა გამოდის არ ქონია ამდ, დაჟე დეფიციტის შემცირების შემდეგაც ნვიდია უფრო ბევრ ვიდეოკარტებს ასაღებს, მაქსიმუმ ისე 82% მახსოვს, მაგაზე ბევრი ბოლო პერიოდში აღარ ეკავა ნვიდიას

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.