Jump to content

Recommended Posts

Posted

მჟამად პრემიალური დონის Android-პლანშეტების უმეტესობას OLED და AMOLED ეკრანები აქვს. Apple კვლავ არსად ჩქარობს და მისი პლანშეტები კვლავ LCD პანელებით არის წარმოდგენილი. მალე ეს ვითარება შესაძლოა წარსულს ჩაბარდეს, რადგან სულ უფრო მეტი ცნობა ვრცელდება 2023 წელს OLED ეკრანის მქონე iPad-ის გამოშვებასთან დაკავშირებით. Apple-მა შესაძლოა გამოიყენოს პანელის ჰიბრიდული ტიპი დამატებითი უპირატესობებით. 

image.jpeg 

ამგვარ პანელში შერწყმული იქნება დრეკადი და მყარი პანელების ტექნოლოგიები, რაც მას დაიცავს 10 დუიმზე მეტი ზომის ეკრანებისთვის დამახასიათებელი დეფორმაციისგან. ასევე საუბარია, რომ სამომავლო iPad Pro-სა და MacBook-ში გამოყენებული იქნება უფრო ეფექტური OLED ეკრანი ორმაგი მინით.  

ნაკლებად სავარაუდოა, რომ მსგავსი ეკრანის მქონე მოწყობილობები მომავალ თვეში გამოცხადდეს, რადგან ტექნოლოგია ამჟამად განვითარების ფაზაშია. ბევრი რამ არის დამოკიდებული დისპლეის მომწოდებლებზე, როგორებიცაა Samsung, LG და BOE. ჯერჯერობით კი პლანშეტებს, რომლებიც ოქტომბერში დაანონსდება, კვლავ ჩვეული ტიპის ეკრანები ექნება - წერს Nextpit. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.