Magdalena Posted September 1, 2022 Posted September 1, 2022 რესურს HD Tecnologia-მ გამოაქვეყნა AMD Ryzen 7000 სერიის პროცესორების ოფიციალური ანონსის სლაიდები. წარმოდგენილი ფოტოების თანახმად AMD Ryzen 7000 სერიის დესკტოპ პროცესორებში უზრუნველყოფილია IPC-ის 13%-იანი მატება Zen 3 მიკროარქიტექტურაზე დამყარებულ პროდუქტებთან შედარებით, აგრეთვე ერთნაკადიანი წარმადობის 29%-მდე ზრდა, თუკი Ryzen 5000 სერიის მოდელების მიღწევებს შევადარებთ. რაც შეეხება Ryzen 7000-ის მოდელების ხაზს, AMD მზადაა წარადგინოს ოთხი ახალი პროცესორი: ფლაგმანურ Ryzen 9 7950X-ს აქვს 16 ბირთვი/32 ნაკადი, 80 მბ ქეშ-მეხსიერება და მუშაობს 4.5-5.7 გჰც სიხშირის დიპაზონში; Ryzen 9 7900X-ს აქვს 12 ბირთვი/24 ნაკადი, 4.7/5.6 გჰც სიხშირე, 76 მბ ქეშ-მეხსიერება; Ryzen 7 7700X რვაბირთვიანი და თექვსმეტნაკადიანია, მისი სიხშირეა 4.5/5.4 გჰც საბაზისო/მაქსიმალურ რეჟიმებში, აქვს 40 მბ ქეშ-მეხსიერება; Ryzen 5 7600X მოდელს აქვს 6 ბირთვი SMT-ის მხარდაჭერით, სიხშირე - 4.7/5.3 გჰც ნომინალურ/boost რეჟიმებში, ასევე 38 მბ ქეში. ფოტოს წყარო: Twitter, HD Tecnologia ორი უფროსი მოდელის TDP-ის დონე 170 ვატია, 8- და 6-ბირთვიანი პროცესორები კი მოიხმარენ 105 ვატს. ახალი პროცესორების სარეკომენდაციო ფასები შემდეგნაირია: სერიის ფლაგმანი Ryzen 9 7950X შეფასებულია 699 აშშ დოლარად, Ryzen 9 7900X – 549 $, Ryzen 7 7700X და Ryzen 5 7600X მოდელების ფასები კი 399 და 299 აშშ დოლარია, შესაბამისად. https://tinyurl.com/5n66md2d Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.