Jump to content

Recommended Posts

Posted

რესურს HD Tecnologia-მ გამოაქვეყნა AMD Ryzen 7000 სერიის პროცესორების ოფიციალური ანონსის სლაიდები.  

image.jpeg 

წარმოდგენილი ფოტოების თანახმად AMD Ryzen 7000 სერიის დესკტოპ პროცესორებში უზრუნველყოფილია IPC-ის 13%-იანი მატება Zen 3 მიკროარქიტექტურაზე დამყარებულ პროდუქტებთან შედარებით, აგრეთვე ერთნაკადიანი წარმადობის 29%-მდე ზრდა, თუკი Ryzen 5000 სერიის მოდელების მიღწევებს შევადარებთ. 

image.jpeg 

რაც შეეხება Ryzen 7000-ის მოდელების ხაზს, AMD მზადაა წარადგინოს ოთხი ახალი პროცესორი:  

  • ფლაგმანურ Ryzen 9 7950X-ს აქვს 16 ბირთვი/32 ნაკადი, 80 მბ ქეშ-მეხსიერება და მუშაობს 4.5-5.7 გჰც სიხშირის დიპაზონში; 

  • Ryzen 9 7900X-ს აქვს 12 ბირთვი/24 ნაკადი, 4.7/5.6 გჰც სიხშირე, 76 მბ ქეშ-მეხსიერება; 

  • Ryzen 7 7700X რვაბირთვიანი და თექვსმეტნაკადიანია, მისი სიხშირეა 4.5/5.4 გჰც საბაზისო/მაქსიმალურ რეჟიმებში, აქვს 40 მბ ქეშ-მეხსიერება; 

  • Ryzen 5 7600X მოდელს აქვს 6 ბირთვი SMT-ის მხარდაჭერით, სიხშირე - 4.7/5.3 გჰც ნომინალურ/boost რეჟიმებში, ასევე 38 მბ ქეში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Twitter, HD Tecnologia 

ორი უფროსი მოდელის TDP-ის დონე 170 ვატია, 8- და 6-ბირთვიანი პროცესორები კი მოიხმარენ 105 ვატს. 

ახალი პროცესორების სარეკომენდაციო ფასები შემდეგნაირია: სერიის ფლაგმანი Ryzen 9 7950X შეფასებულია 699 აშშ დოლარად, Ryzen 9 7900X – 549 $,  Ryzen 7 7700X და Ryzen 5 7600X მოდელების ფასები კი 399 და 299 აშშ დოლარი, შესაბამისად. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.