Jump to content

Recommended Posts

Posted

სტუდია Porsche Design-მა და ბრენდმა Agon by AOC-მა დააანონსეს მონიტორი PD27S, რომელიც შემუშავებულია გეიმინგ კომპიუტერებისთვის. ახალ მონიტორს აქვს ბრტყელი IPS მატრიცა და სერტიფიკატი DisplayHDR 400. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Porsche Design 

პანელი 27-დუიმიანია და აქვს QHD გაფართოება - 2560 × 1440 პიქსელი. უზრუნველყოფილია 95%-იანი DCI-P3 და 99%-იანი sRGB ფერთა გამები. 

image.jpeg 

მონიტორის ეკრანის კადრის განახლების სიხშირეა 165 ჰერცი 170 ჰერცამდე გაზრდის შესაძლებლობით. რეაქციის დრო (GtG) 1 მილიწამს უდრის. Adaptive-Sync ტექნოლოგია ხელს უწყობს გეიმინგ პროცესის დინამიურბის დონის ამაღლებას კადრების დამახინჯების მოგვარების ხარჯზე. 

image.jpeg 

ღინიშნება, რომ ახალი მონიტორის დიზაინი შთაგონებულია სპორტული ავტომობილებით. ჰაერის მიმღების იმიტაციის მქონე გვერდითა ნაწილებში ბადისებური ჩანართების უკან ჩამალულია 5-ვატიანი დინამიკები. სადგამი საშუალებას იძლევა დარეგულირდეს ეკრანის დახრის კუხე და ბრუნვადობა, ასევე მაგიდის ზედაპირიდან სიმაღლე 150 მილიმეტრის ფარგლებში. გარდა ამისა, შესაძლებელია დისპლეი ალბომის ორიენტაციითან გადავიდეს პორტრეტის რეჟიმში. 

image.jpeg 

მოწყობილობას აქვს ორი HDMI 2.0 კონექტორი, ორი DisplayPort, ჰაბი ოთხი USB 3.2 პორტით, სტანდარტული აუდიოკონექტორი ყურსასმენისა და მიკროფონისთვის. მონიტორის ფასი დაახლოებით 500 ევროს შეადგენს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.