Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

22 აგვისტოს მდგომარეობით Bitcoin-ის ქსელში ტრანზაქციის საშუალო საკომისიოს ღირებულება 0.825 აშშ დოლარი იყო. ინდექსი დოლარზე დაბლა პირველად 2020 წლის ივლისის შემდეგ დაეცა. 

image.png 

წყარო: Blockchain.com. 

ქსელის ჰეშრეითი ივლისის შუა პერიოდში მიღწეული მაქსიმალური 231.4 EH/s-დან 206 EH/s-ამდე შემცირდა.  

image.png 

წყარო: Blockchain.com. 

მაინინგის სირთულის დაცემა დაიწყო მაისიდან, როდესაც მან მიაღწია რეკორდულ 31.25 Т მაჩვენებელს. ინდიკატორი აღდგენისკენ გადავიდა აგვისტოს დასაწყისში, წერის დროს მისი მაჩვენებელია 28.35 Т. 

პირველი კრიპტოვალუტის ფასის კოლაფსმა გამოიწვია მაინერების შემოსავლების ვარდნა ივნისში 26%-ით, ხოლო ივლისში - კიდევ 9%-ით. 

ამ ფონზე Bitcoin Lightning Network მიკროგადახდების ქსელის სიმძლავრე, რომელიც შექმნილია საკომისიოების შესამცირებლად, ზრდას განაგრძობდა. ზაფხულის პირველ თვეში მაჩვენებელი 2.2%-ით, მომდევნო თვეში კი 10%-ით გაიზარდა და 4419 BTC-ს მიაღწია. 

Ethereum ქსელში საშუალო საბაზისო საკომისიო წერის მომენტში იყო 0.39$. 

image.jpeg 

წყარო: Etherscan. 

მეორე კრიპტოვალუტის მაინერების შემოსავალი, რომელშიც საკომისიოების წილი ტრადიციულად მნიშვნელოვანი ნაწილია, ზაფხულში უფრო მეტად დაეცა, ვიდრე Bitcoin-ის მაინერების შემოსავალი. ივნისის შედეგების მიხედვით ზარალმა 52% შეადგინა, ივლისში კი კიდევ -4%. 

შეგახსენებთ, რომ Bitcoin-ის მაინინგის საბჭომ გამოთვალა, რომ მაინინგის ენერგოეფექტურობა წელიწადში 46%-ით გაიზარდა. ორგანიზაცია აერთიანებს მაინერებს, რომელთა საერთო ჰეშრეიი ქსელის 50%-ზე მეტია. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.