Jump to content

Recommended Posts

Posted

Bitcoin-ის მომპოვებელმა უმსხვილესმა კომპანიებმა გასულ კვარტალში 1 მლრდ-ზე მეტი ზარალი განიცადეს. ამაში დიდიწილად დამნაშავეა კრიპტოვალუტების კურსის ვარდნა. ზოგი კომპანია კრიპტოვალუტების მარაგს თავიდან იშორებს და ყიდიან მაინინგ მოწყობილობებს. ზოგიერთი კი ბიზნესში დარჩენის სურვილით კრედიტს იღებს ხარჯების დასაფარად. 

image.jpeg 

Bloomberg წერს, რომ აშშ-ის საფონდო ბაზარზე მოვაჭრე ბაზარზე სამმა მთავარმა მომპოვებელმა კომპანიამ 1 მლრდ აშშ დოლარზე მეტი ზარალი ნახა. Bitcoin-ის კურსი კვარტლის განმავლობაში თითქმის 60%-ით შემცირდა - 45 ათასიდან 20 ათას აშშ დოლარამდე. სხვა კრიპტოვალუტები კიდევ უფრო მეტად გაიაფდა. ვიდეო დაფებით მოპოვებადი Ethereum-ის ფასი ორი მესამედით შემცირდა. 

Core Scientific-მა, Marathon Digital Holdings-მა და Riot Blockchain-მა განაცხადეს 862 მლნ, 192 მლნ და 366 მლნ აშშ დოლარის წმინდა ზარალის შესახებ. ასევე დაზარალდნენ სხვა კომპანიები, მათ შორის Bitfarms და Greenidge Generation Holdings. 

მაინერები უფრო მეტ Bitcoin-ს ყიდიან, ვიდრე ამჟამად მოიპოვებენ. ივნისში მოხდა მიმდინარე წლისთვის Bitcoin-ების ყველაზე მსხვილი გაყიდვა. ძირითადმა საჯარო მაინერებმა გაყიდეს 14600 Bitcoin, ამავე დროის მოპოვებულ იქნა 3900 Bitcoin. ივნისში Core Scientific-მა გაყიდა აქტივების 80% ოპერაციული ხარჯების დასაფარად და ფინანსირების გაფართოების მიზნით. Bitfarms-მა გაყიდა თავისი კრიპტოვალუტების დაახლოებით ნახევარი. ეს ტენდენცია შესაძლოა მესამე კვარტალშიც შენარჩუნდეს. ივლისი გაყიდვების მოცულობის მხრივ მეორე თვე იყო, რადგან 6200 Bitcoin გაიყიდა. 

image.jpeg 

კომპანიები ასევე ყიდიან მაინინგის მოწყობილობებს და იღებენ სესხებს. Marathon Digital-მა აიღო 100 მლნ აშშ დოლარის სწრაფი სესხი და გაყიდ მაინინგ მოწყობილობები 58 მლნ აშშ დოლარად. Core Scientific აპირებს 100 მლნ აშშ დოლარის ჩვეულებრივი აქციების შეძენას კერძო საინვესტიციო კომპანიებისგან. 

Coinbase-მა, აშშ-ში ვაჭრობის მოცულობით უმსხვილესმა კრიპტო ბირჟამ, იზარალა დაახლოებით 1.1 მლრდ აშშ დოლარი. ივნისში მან ათასზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა და მისი აღმასრულებელი დირექტორი პროგნოზირებს გრძელ კრიპტოზამთარს, წერს Techspot. 

Posted

იმიტომ რომ ელოდებოდენ მაღალ კურსებს ეტყობა და მიიღეს გაცილებით დაბალი, მაგ კურსებზე კი მცირე მოგება რჩებათ, ვისაც მილიარდები აქვს ან ასობით მილიონი ჩადებული მაინინგის ხარდში ეგენი დიდ ზარალს ნახავდენ, ეხლა არც ვიცი რამდენია ბიტკოინის სამაინინგო შედარებით ნორმალური კურსი, კარგი მოგება რომ დატოვოს, ვიდეოკარტებით მაინინგში ეგეთი სადღაც 2800$ იქნება ეთერეუმზე ალბათ

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.