Magdalena Posted August 20, 2022 Posted August 20, 2022 Commercial Times-ის ინფორმაციით TSMC მომავალი თვიდან დაიწყებს 3-ნანომეტრიანი (N3) ჩიპების მასობრივ წარმოებას. TSMC-ის მომხმარებლებისთვის N3 ტექნოპროცესის საფუძველზე დამზადებული პირველი პროდუქციის მიწოდება მოსალოდნელია მომავალი წლის დასაწყისში. ფოტოს წყარო: TSMC როგორც წესი, TSMC ახალი ტექნოპროცესის გამოყენებით ჩიპების მასობრივ წარმოებას გაზაფხულზე იწყებს, რათა მოასწროს საკმარისი რაოდენობის ჩიპების გამოშვება Apple-ის ახალი iPhone-ების გამოშვებამდე, რომელთა რელიზი სექტემბერში იმართება. თუმცა N3 ნოუდების შემუშავებას ჩვეულებრივზე მეტი დრო დასჭირდა. სწორედ ამიტომ Apple სამომავლო სმარტფონებში სხვა ტექნოპროცესს გამოიყენებს. მიუხედავად ამისა, სწორედ Apple იქნება TSMC-ის პირველი დამკვეთი, ვინც მიიღებს 3-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით დამზადებულ ჩიპებს. N3 ტექნოლოგია 5-ნანომეტრიან (N5) ტექნოპროცესთან შედარებით უზრუნველყოფს სიხშირის 10-15%-ით მატებას ენერგომოხმარების ანალოგიურ პირობებში და კრისტალების ენერგომოხმარების 25-30%-ით შემცირებას სიხშირის შენარჩუნებისთან. აგრეთვე, ახალი საწარმოო ნორმები საშუალებას იძლევა გაიზარდოს ტრანზისტორების განლაგების სიმჭიდროვე დაახლოებით 1.6-ჯერ. N3 ნოუდის ერთ-ერთი მთავარი განსაკუთრებული მახასიათებელია FinFlex ტექნოლოგია, რომლის მეშვეობით გაიზრდება კომპანიის ჩიპების მიმზიდველობა მომხმარებლისთვის. ტექნოლოგიის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მწარმოებელი შესაძლებლობას იძლევა გამოყენებულ იქნას FinFET-ტრანზისტორების სხვადასხვა სახეები ერთი ნახევრადგამტარი კრისტალის ფარგლებში. ტექნოლოგია სარგებელს მოუტანს ისეთ რთულ პროდუქტებს, როგორებიცაა ცენტრალური და გრაფიკული პროცესორები. ამიტომ კომპანიები - Apple, AMD, Intel და NVIDIA შეძლებენ გამოუშვან უფრო მაღალი წარმადობის პროდუქტები გარკვეული გამოთვლითი ამოცანებისთვის. სამომავლოდ TSMC დაიწყებს N3E, N3P და N3S ტექნოპროცესების გამოყენებას. პირველი მათგანი წარმოადგენს N3-ის ოპტიმიზაციას, ბოლო ორი - N3E-ს ოპტიმიზაციას გამოყენების სხვადასხვა ტიპებისთვის. N3P ორიენტირებულია მაღალი წარმადობის ჩიპებზე, N3S - ტრანზისტორების გაზრდილი სიმჭიდროვის მქონე ენერგოეფექტურ ჩიპებზე. ორივე ტექნოპროცესი დაგეგმილია 2024 წლისთვის, N3E კი 2023 წელს გამოჩნდება. https://tinyurl.com/864txfxm Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.