Jump to content

Recommended Posts

Posted

Commercial Times-ის ინფორმაციით TSMC მომავალი თვიდან დაიწყებს 3-ნანომეტრიანი (N3) ჩიპების მასობრივ წარმოებას. TSMC-ის მომხმარებლებისთვის N3 ტექნოპროცესის საფუძველზე დამზადებული პირველი პროდუქციის მიწოდება მოსალოდნელია მომავალი წლის დასაწყისში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: TSMC 

როგორც წესი, TSMC ახალი ტექნოპროცესის გამოყენებით ჩიპების მასობრივ წარმოებას გაზაფხულზე იწყებს, რათა მოასწროს საკმარისი რაოდენობის ჩიპების გამოშვება Apple-ის ახალი iPhone-ების გამოშვებამდე, რომელთა რელიზი სექტემბერში იმართება. თუმცა N3 ნოუდების შემუშავებას ჩვეულებრივზე მეტი დრო დასჭირდა. სწორედ ამიტომ Apple სამომავლო სმარტფონებში სხვა ტექნოპროცესს გამოიყენებს. მიუხედავად ამისა, სწორედ Apple იქნება TSMC-ის პირველი დამკვეთი, ვინც მიიღებს 3-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით დამზადებულ ჩიპებს. 

N3 ტექნოლოგია 5-ნანომეტრიან (N5) ტექნოპროცესთან შედარებით უზრუნველყოფს სიხშირის 10-15%-ით მატებას ენერგომოხმარების ანალოგიურ პირობებში და კრისტალების ენერგომოხმარების 25-30%-ით შემცირებას სიხშირის შენარჩუნებისთან. აგრეთვე, ახალი საწარმოო ნორმები საშუალებას იძლევა გაიზარდოს ტრანზისტორების განლაგების სიმჭიდროვე დაახლოებით 1.6-ჯერ. 

image.jpeg 

N3 ნოუდის ერთ-ერთი მთავარი განსაკუთრებული მახასიათებელია FinFlex ტექნოლოგია, რომლის მეშვეობით გაიზრდება კომპანიის ჩიპების მიმზიდველობა მომხმარებლისთვის. ტექნოლოგიის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მწარმოებელი შესაძლებლობას იძლევა გამოყენებულ იქნას FinFET-ტრანზისტორების სხვადასხვა სახეები ერთი ნახევრადგამტარი კრისტალის ფარგლებში. ტექნოლოგია სარგებელს მოუტანს ისეთ რთულ პროდუქტებს, როგორებიცაა ცენტრალური და გრაფიკული პროცესორები. ამიტომ კომპანიები - Apple, AMD, Intel და NVIDIA შეძლებენ გამოუშვან უფრო მაღალი წარმადობის პროდუქტები გარკვეული გამოთვლითი ამოცანებისთვის. 

image.png 

სამომავლოდ TSMC დაიწყებს N3E, N3P და N3S ტექნოპროცესების გამოყენებას. პირველი მათგანი წარმოადგენს N3-ის ოპტიმიზაციას, ბოლო ორი - N3E-ს ოპტიმიზაციას გამოყენების სხვადასხვა ტიპებისთვის. N3P ორიენტირებულია მაღალი წარმადობის ჩიპებზე, N3S - ტრანზისტორების გაზრდილი სიმჭიდროვის მქონე ენერგოეფექტურ ჩიპებზე. ორივე ტექნოპროცესი დაგეგმილია 2024 წლისთვის, N3E კი 2023 წელს გამოჩნდება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.