Magdalena Posted August 18, 2022 Posted August 18, 2022 შემოდგომაზე ოქტომბერში Apple დააანონსებს საბაზისო პლანშეტ iPad-ის და მოწინავე iPad Pro-ს განახლებულ ვერსიებს. ბოლო მათგანს ექნება ჩიპი Apple M2 და, შესაძლოა უსადენო დამუხტვა MagSafe-ის მხარდაჭერა. ამის შესახებ წერს რესურსი MacRumors სამხრეთკორეელ ინსაიდერ yeux1122-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც გამირჩევა Apple-ის შესახებ ზუსტი ცნობების გაზიარებით, რომელთა შორისაა ინფორმაცია მეხუთე თაობის iPad Air-ის შესახებ. ინსაიდერის ინფორმაციით ახალ ხელმისაწვდომ iPad-ს, როგორც მოსალოდნელია, მნიშვნელოვნად განსხვავებული გარეგნული დიზაინი ექნება - ბრტყელი კიდეებითა და დისპლეის ირგვლივ უფრო პატარა ჩარჩოთი, ასევე მასში წარმოდგენილი იქნება ჩიპი A14 Bionic, 5G მოდემი და USB Type-C პორტი. იგი განახლებულ iPad Pro-სთან ერთად გამოვა ოქტომბერში, iPhone 14 სერიის სმარტფონების სექტემბრის ანონსის შემდეგ. გასულ კვირას Bloomberg-ის ანალიტიკოსმა Mark Gurman-მა განაცხადა, რომ Apple-მა უკვე დაიწყო iPhone 14 სერიის სმარტფონების და ახალი თაობის Apple Watch Series 8 სმარტ-საათების წარმოება, რომლებიც სექტემბერში გამართულ ღონისძიებაზე იქნება წარმოდგენილი. მისი პროგნოზის თანახმად Apple შემოდგომაზე ჩაატარებს ორ ღონისძიებას - სექტემბერსა და ოქტომბერში, ამასთან მეორე მათგანი მიეძღვნება iPad-ის ახალი მოდელების და Mac კომპიუტერების პრეზენტაციებს. https://tinyurl.com/bdenjc7d Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.