Jump to content

Recommended Posts

Posted

შემოდგომაზე ოქტომბერში Apple დააანონსებს საბაზისო პლანშეტ iPad-ის და მოწინავე iPad Pro-ს განახლებულ ვერსიებს. ბოლო მათგანს ექნება ჩიპი Apple M2 და, შესაძლოა უსადენო დამუხტვა MagSafe-ის მხარდაჭერა. ამის შესახებ წერს რესურსი MacRumors სამხრეთკორეელ ინსაიდერ yeux1122-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც გამირჩევა Apple-ის შესახებ ზუსტი ცნობების გაზიარებით, რომელთა შორიაა ინფორმაცია მეხუთე თაობის iPad Air-ის შესახებ. 

image.jpeg 

ინსაიდერის ინფორმაციით ახალ ხელმისაწვდომ iPad-ს, როგორც მოსალოდნელია, მნიშვნელოვნად განსხვავებული გარეგნული დიზაინი ექნება - ბრტყელი კიდეებითა და დისპლეის ირგვლივ უფრო პატარა ჩარჩოთი, ასევე მასში წარმოდგენილი იქნება ჩიპი A14 Bionic, 5G მოდემი და USB Type-C პორტი. იგი განახლებულ iPad Pro-სთან ერთად გამოვა ოქტომბერში, iPhone 14 სერიის სმარტფონების სექტემბრის ანონსის შემდეგ. 

გასულ კვირას Bloomberg-ის ანალიტიკოსმა Mark Gurman-მა განაცხადა, რომ Apple-მა უკვე დაიწყო iPhone 14 სერიის სმარტფონების და ახალი თაობის Apple Watch Series 8 სმარტ-საათების წარმოება, რომლებიც სექტემბერში გამართულ ღონისძიებაზე იქნება წარმოდგენილი. მისი პრგნოზის თანახმად Apple შემოდგომაზე ჩაატარებს ორ ღონისძიებას - სექტემბერსა და ოქტომბერშ, ამასთან მეორე მათგანი მიეძღვნება iPad-ის ახალი მოდელების და Mac კომპიუტერების პრეზენტაციებს.  

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.