Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია NVIDIA-მ განაცხადა, რომ ხელმისაწვდომია მაღალი წარმადობის მოდული Jetson AGX Orin, რომელიც განკუთვნილია ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ახალი თაობის რობოტექნიკის, ავტონომიური ტრანსპორტისა და ჩასაშენებელი მოწყობილობების შექმნისთვის. ამჟამად შესაძლებელია 32 გბ LPDDR5 მეხსიერების მქონე ვერსიის შეძენა, ნოემბერში კი გამოვა ვარიანტი 64 გბ ოპერატიული მეხსიერებით. 

მოდულ Jetson AGX Orin 32 გბ-ში გამოყენებულია არქიტექტურა NVIDIA Ampere 1792 CUDA ბირთვით (939 მჰც) და 56 Tensor-ბირთვით. მოცემულია 8-ბირთვიანი პროცესორი Arm Cortex-A78AE მაქსიმალური სიხშირით 2.2 გჰც. მოწყობილობა უზრუნველყოფს 200 Tops-ამდე წარმადობას  (INT8 ოპერაციებში). ზომა შეადგენს 100×87 მმ-ს, ენერგომოხმარების დონეა 15-დან 40 ვატამდე. მოდულის ფასი 899 აშშ დოლარია. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: NVIDIA 

ღჭურვილობაში შედის ორი ამაჩქარებელი NVDLA v2.0 ღრმა მანქანური სწავლებისთვის, აგრეთვე კომპიუტერული ხედვის ამაჩქარებელი PVA v2.0. eMMC 5.1 ფლეშ-მოდულის მოცულობა შეადგენს 64 გბ-ს. ხელმისაწვდომია ქსელის პორტები 1GbE და 10GbE. მხარდაჭერილია ექვსი კამერა, სამი USB 3.2, ინტერფეისები PCIe 4.0, 4×UART, 3×SPI, 4×I2S, 8×I2C, 2×CAN, PWM, DMIC & DSPK, GPIO. 

image.jpeg 

64-გიგაბაიტიანი ვერსია Jetson AGX Orin დამზადებულია Ampere არქიტექტურაზე, აქვს 2048 CUDA ბირთვი (1.3 გჰც) და 64 Tensor-ბირთვი. გამოყენებულია 12-ბირთვიანი პროცესორი Arm Cortex-A78AE (2.2 გჰც). ენერგომოხმარებაა 15-დან 60 ვატამდე, მაქსიმალური წარმადობა - 275 TOPS. აღინიშნება, რომ NVIDIA-ს თითქმის სამმა ათეულმა პარტნიორმა დაამზადა კომერციული პროდუქტები ახალი პროდუქტების ბაზაზე. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.