Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია SpaceX-ის საქმიანობაში შედის არა მხოლოდ რაკეტების გაშვება და თანამგზავრული ინტერნეტის შემოთავაზება, არამედ იგი შემოსავალს იღებს კოსმოსურ ბიზნესთან დაკავშირებული წვრილი სეგმენტებიდანაც. კერძოდ, ინტერნეტში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ SpaceX გამოუშვებს 250 აშშ დოლარი ღირებულების ზურგჩანთა, რომელიც უპირველეს ყოვლისა განკუთვნილია Starlink-ის თანამგზავრული ანტენისა და შესაბამისი აღჭურვილობის გადატანისთვის. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Starlink 

Starlink Travel Case-ის ფასში შედის მიწოდებაც. კომპანია მიუთითებს, რომ ზურგჩანთა საშუალებას იძლევა უსაფრთხოდ მოხდეს Starlink-ის ტერმინალის ტრანსპორტირება მოგზაურობისას - ჩანთას აქვს მყარი კორპუსი ელვა-შესაკრავით, ასევე აქვს სამაგრი თასმები და სახელური გადატანისთვის. ვიზუალურად ჩანთაზე შეინიშნება Tesla Cybertruck-ის ესთეტიკის მინიშნებები, თუმცა მისი კუთხეები ძალიან მყარი არ არის. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Starlink 

კომპანიის მტკიცებით, ჩანთაში ეტევა ყველა ელემენტი, რაც შედის Starlink Kit-ში: სატელიტური ანტენა, როუტერი, ფუძე და სადენები. ზურგჩანთის ზომაა 64.8х43.2х33.7 სმ, წონა - 4.5 კგ. ზოგიერთი ცნობით, ჯერ კიდევ არ არის შესაძლებელი ახალი პროდუქტის შეძენა - ყოველ შემთხვევაში ზოგიერთი მომხმარებლისთვის. გარდა ამისა, პროდუქტის გვერდზე შესასვლელად აუცილებელია Starlink-ზე რეგისტრაცია. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.