Jump to content

Recommended Posts

Posted
  1. Glassnode-ს ეჭვი ეპარება Bitcoin-ის ფასის აღდგენაში 

image.png 

Bitcoin-ისა და Ethereum-ის ფასების აღდგენას ბოლო დღეებში არ მოჰყოლია ჯაჭვური ინდიკატორების ფუნდამენტური გაუმჯობესება. Glassnode-ის ანალიტიკოსების აზრით ეს ვითარება არ იძლევა ნდობას ბაზრის სიტუაციის ფუნდამენტურ ცვლილებისადმი. 

ეჭვები, რომ კოტირებით რეალიზებული ფასის დაძლევის შემდეგ აღმავალი დინამიკა გაგრძელდება, აყალიბებს onchain-მაჩვენებლების მდგომარეობას. 

ქტიური Bitcoin-მისამართების რიცხვი დაღმავალი ტრენდის ფარგლებში რჩება. ოქტომბერ-ნოემბრის პიკი უფრო დაბალი აღმოჩნდა 2021 წლის აპრილში მიღწეულთა შედარებით. 

კაპიტულაციის პერიოდებში ხანმოკლე ზრდის გამოკლებით ქსელის აქტივობა შენელებულია, რაც ახალი მოთხოვნების მცირე შემოდინებაზე მიუთითებს. 

image.png 

წყარო: Glassnode. 

მსგავსი სურათი ჩამოყალიბდა ტრანზაქციების, საკომისიოებისა და ბლოკების შევსების გადახედვისას. ანალიტიკოსებმა მსგავსება აღმოაჩინეს არსებულ სიტუაციასა და 2018 და 2019 წლების მოვლენებს შორის. 2021 წლის მაისში პირველადი „გამორეცხვის“ და მოთხოვნის დარღვევის შემდეგ ტრანზაქციების აქტივობა ოდნავ შემცირდა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ არსებობს მხოლოდ ჩართული ტრეიდერებისა და ინვესტორების სტაბილური ბაზა. 

image.png 

წყარო: Glassnode. 

ანალოგიური ტენდენციები შეინიშნება Ethereum-ის ბლოკჩეინში. მიუხედავად ფასების ბოლოდროინდელი მძლავრი მოძრაობისა, ქსელის დატვირთვა ტრანზაქციების რაოდენობის თვალსაზრისით სისტემატურად მცირდება 2021 წლის მაისიდან. 

ბოლო კვირების განმავლობაში დაფიქსირდა აქტივობის ზრდა, რასაც ანალიტიკოსები უკავშირებდნენ საფულეებში მონეტების კონსოლიდაციას. მათ განმარტეს, რომ შეიცვლიდნენ აზრს, თუ ეს ტენდენცია მდგრადი იქნებოდა. 

image.png 

წყარო: Glassnode. 

გაზის ფასის საშუალო ღირებულება ბოლო შვიდი დღის განმავლობაში დაეცა 17.5 Gwei-მდე, რაც ყველაზე დაბალია 2020 წლის მაისის შემდეგ, რომელიც DeFi ზაფხულის დასაწყისად მიიჩნეოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ახალი მომხმარებლების შემოდინება არ მომხდარა. Ethereum-ის აქტივობის მრავალი მაჩვენებელი მრავალწლიან დაბალ დონეზე იმყოფება - აღნიშნავენ ექსპერტები. 

image.png 

წყარო: Glassnode. 

გარკვეულ ოპტიმიზმს Glassnode-ის ანალიტიკოსებს უნერგავს დახარჯული გამომუშავების მოგების კოეფიციენტი (Spent Output Profit Ratio, SOPR). 

Bitcoin-ის ინდკატორი ივნისის დასაწყისიდან მეორედ ცდილობს გადალახოს სასაზღვრო დონე. ანალიტიკოსებმა გამოარკვიეს, რომ ეს პირველად არ ხდება. იდეალური ხარული სცენარი იქნება ამ ნიშნის ზემოთ გარღვევა და შემდეგ მისი მხარდაჭერის სახით გამოცდა, განმარტეს მათ. 

image.png 

წყარო: Glassnode. 

Ethereum-ში მსგავსი გარღვევა მხარდაჭერის სახით შემდგომი ხელახალი ტესტით უკვე მოხდა. ექსპერტებმა გაფრთხილება გამოთქვეს, რომ იგი შესაძლოა არამყარი ფორმით აისახოს ქსელის აქტივობის სუსტ მაჩვენებლებზე. 

image.png 

წყარო: Glassnode. 

ადრე Glassnode-ის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ Bitcoin-ის ფასის შეცვლას დამატებითი დრო დასჭირდება. ანალიტიკოსების აზრით კრიპტოზამთარი 2023 წლის მარტის ბოლოს დასრულდება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.