Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანიის მეორე კვარტლის ფინანსური შედეგების შესახებ დისკუსიისას AMD-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლიზა სუმ დაადასტურა, რომ Ryzen 7000 სერიის ახალი თაობის პროცესორები მიმდინარე კვარტალში გამოვა. შედეგად გამოდის, რომ ამდრომდე გამოცხადებული ფრაზა „შემოდგომაზე“ - კიდევ უფრო ვიწროვდება და სექტემბერს გულისხმობს. გავრცელებული ცნობებით, AMD-მ პროცესორები შესაძლოა წარადგინოს 15 სექტემბერს, მზა პროდუქცია კი გაყიდვაში თვის ბოლომდე გამოვა. 

image.jpeg 

„ჩვენ ვუახლოვდებით სრულიად ახალი 5-ნანომეტრიანი Ryzen 7000 დესკტოპ და AM5 პლატფორმებისთვის განკუთვნილი პროცესორების გამოშვების დროს ინდუსტრიაში წამყვანი თამაშებისა და კონტენტის შექმნის ეფექტურობის შესაძლებლობებით“, - განაცხადა გენერალურმა დირექტორმა ლიზა სუმ. 

მიმდინარე კვირაში კომპანია აპირებს გააზიაროს უფრო დეტალური ინფორმაცია თავისი პარტნიორების X670E ჩიპსეტზე დამყარებული დედა დაფების შესახებ. ღონისძიება Meet The Expert-ს AMD ჩაატარებს ენთუზიასტებისა და პროფესიონალებისთვის, რომლის ფარგლებში კომპანიის მთავარი, დედა დაფების მწარმოებელი პარტნიორი კომპანიები ისაუბრებენ თავიანთ პროდუქტებზე, რომლებიც დაფუძნებულია AMD 600 სერიის ჩიპსეტებზე და განკუთვნილია Ryzen 7000 პროცესორებისთვის. 

გარდა ამისა, ლიზა სუმ დაადასტურა, რომ Radeon RX 7000 სერიის ვიდეო ბარათები უნდა გამოვიდეს „მმდინარე წელს მოგვიანებით“ და ამით დამტკიცდა გავრცელებული ხმები, რომ ხსენებული დაფები წლის ბოლოს გამოვიდოდა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.