Magdalena Posted August 2, 2022 Posted August 2, 2022 აშშ-ის სენატის საბანკო კომიტეტის თავმჯდომარე შეროდ ბრაუნმა მოუწოდა Alphabet-სა და Apple-ს - მიაწოდონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აიცილონ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული თაღლითობა მათ მაღაზიებში განთავსებულ აპლიკაციებში. ბრაუნმა შესაბამისი წერილებით მიმართა Google-ის მშობელი კომპანია Alphabet-ის ხელმძღვანელ Sundar Pichai-სა და Apple-ის აღმასრულებელ დირექტორ Tim Cook-ს. ასეთი მოთხოვნით მან გადაწყვიტა მიემართა ტექნოლოგიური გიგანტებისთვის მას შემდეგ, რაც FBI-მ გაავრცელა ინფორმაცია კიბერკრიმინალების საქმიანობის შესახებ, რომლებიც ქმნიდნენ კრიპტოვალუტებში ინვესტირებისთვის განკუთვნილ თაღლითურ აპლიკაციებს. სააგენტომ დააფიქსირა 42 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტორების ზარალი. ბრაუნის თქმით კრიპტო კომპანიებმა უნდა მიიღონ აუცილებელი ზომები თაღლითური საქმიანობის თავიდან ასაცილებლად. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ აპლიკაციების მაღაზიებსაც ჰქონდეთ მიღებული შესაბამისი უსაფრთხოების ზომები, განაცხადა მან. სენატორმა Alphabet-სა და Apple-ს სთხოვა, 10 აგვისტომდე მოეხსენებინათ შემდეგი საკითხების შესახებ: კრიპტოაპლიკაციების მაღაზიებში განთავსებამდე გადამოწმების პროცესი; ფიშინგის აპლიკაციების გავრცელების პრევენციის მექანიზმები; თაღლითობისთვის თვალყურის დევნების სისტემები და აღმოჩენის შემთხვევაში გამოსასწორებელი ქმედებები; ასეთი აპლიკაციების შესახებ მომხმარებლისთვის შეტყობინებების გაშვების პროცესები. შეგახსენებთ, Immunefi-ის სპეციალისტების თქმით 2022 წლის მეორე კვარტალში კრიპტოპროექტების ჯამურმა ზარალმა ჰაკერებისა და თაღლითების ქმედებების შედეგად 670 მლნ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა. https://tinyurl.com/2at2jctw
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now