Jump to content

Recommended Posts

Posted

გასულ კვირაში ერთი დღის განმავლობაში AMD-ის აქციების ფასი გაიზარდა 3%-ზე მეტით და უზრუნველყო კომპანიის ბაზრის კაპიტალიზაცია 153 მლრდ აშშ დოლარი. იმავდროულად, წარუმატებელი კვარტალური ანგარიშის შემდეგ Intel-ის ფასიანი ქაღალდების ღირებულეა 10%-ზე მეტით შემცირდა, რის შედეგად კომპანიის კაპიტალიზაცია 148 მლრდ აშშ დოლარამდე ჩამოვიდა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: amd.com 

ეს ცვლილება უფრო სიმბოლურ ხასიათს ატარებს, თუმცა მიუთითებს პერსონალური კომპიუტერებისა და სერვერებისთვის განკუთვნილი პროცესორების ორ უმსხვილეს კომპანიას შორის კონკურენციის გამწვავებაზე. არსებული ვითარება მეტყველებს იმაზეც, რომ ინვესტორები ფსონს დებენ კონკურენტზე ნაკლები აქტივების მქონე მოთამაშეზე მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტი დიდ ინვესტიციას ახორციელებს საწარმოო ქარხნებში: AMD ჩიპების წარმოებას მესამე მხარის კონტრაქტორებს გადასცემს, ხოლო Intel აგრძელებს საკუთარი ქარხნების ამუშავებას და ახლების აშენებას. 

AMD-მ შეძლო მნიშვნელოვნად გაეზარდა თავისი პროდუქციის კონკურენტუნარიანობა ბოლო წლებში, ზოგიერთ შემთხვევაში აღემატება Intel-ის პროდუქტებს როგორც წარმადობის, ასევე ენერგომოხმარების თვალსაზრისით. Intel, თავის მხრივ, იძულებული გახდა შეეცვალა აქციაზე წლიური მოგება 2.30-დან 3.60 დოლარამდე, ხოლო კომპანიამ სუსტი ფინანსური შედეგები მიაწერა კომპიუტერების ბაზრის შემცირებასა და მაკროეკონომიკურ ფაქტორებს. Intel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პატრიკ გელსინჯერმა CNBC-თან ინტერვიუში კომპანიის აღორძინების სტრატეგიის განხორციელებას კილიმანჯაროს მთაზე ასვლას შეადარა. 

AMD-ის კვარტალური ანგარიშის წარდგენა მოსალოდნელია  სამშაბათს და იგი გვიჩვენებს, თუ როგორ იმოქმედა კომპანიაზე იმავე მაკროეკონომიკურმა ფაქტორებმა, რომლებმაც Intel მრავალი წლის განმავლობაში პირველ ზარალამდე მიიყვანა. 

  • Upvote 2

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.