Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისია (SEC) აძლიერებს ძალისხმევას კრიპტო პლატფორმების რეგულირებისა და რეგისტრაციისთვის. ამის შესახებ სააგენტოს უფროსმა გერი გენსლერმა განაცხადა, წერს Bloomberg. 

კომისიის თავმჯდომარემ თანამშრომლებს მოუწოდა Bitcoin-ბირჟებთან საფონდო ბირჟების რეგულირების ანალოგიურად მუშაობისკენ. 

გენსლერმა აღნიშნა, რომ SEC მუშაობს ზოგიერთი ციფრული აქტივის ფასიან ქაღალდად რეგისტრირების გზებზე: 

„არ არსებობს მიზეზი იმისთვის, რომ კრიპტოვალუტების ბაზარს განსხვავებულად მოექცეთ მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა ტექნოლოგია გამოიყენება“. 

SEC ასევე ეძებს გზებს პოტენციურ ინტერესთა კონფლიქტის მოსაგვარებლად, როდესაც კრიპტო პლატფორმები ერთდროულად პოზიციონირებენ, როგორც ბაზრის შემქმნელები, განაცხადა გენსლერმა. 

ადრე მან აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტების უმეტესობა SEC-ის იურისდიქციაში ხვდება და მათთან მომუშავე ბირჟები სააგენტოში უნდა დარეგისტრირდნენ. 

ოფიციალური პირის თქმით კრიპტო ინვესტორებს სჭირდებათ დაცვა და საზოგადოება ისარგებლებს გაზრდილი კონტროლით ციფრული აქტივების სფეროში განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება მომსახურების მიმწოდებლების ზედამხედველობას. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.