Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

ევროპის საბანკო სამმართველო (EBA) განიცდის თანამშრომლების დეფიციტს, რომლებიც საჭირო არიან კრიპტოვალუტების ინდუსტრიის ზედამხედველობისთვის. ამის შესახებ მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარე ხოსე მანუელ კამპამ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა. 

მისი თქმით, ამ „სერიოზული პრობლემის“ მოგვარების ერთ-ერთი გზა მაღალი ხელფასია. თუმცა ეს საკითხი "არ შედის შესაძლო დისკუსიების ფარგლებში" EBA-სა და ევროკომისიას შორის, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. 

კიდევ ერთ მთავარ სირთულედ კამპამ დაასახელა მარეგულირებელი ჩარჩოს ძალიან ნელი ფორმირება, რომელიც ფეხს ვერ უწყობს ინდუსტრიის განვითარებას. დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აღიარა, რომ 2025 წელს ვრცელი რეგულაციის ძალაში შესვლამდე კრიპტოვალუტებმა შესაძლოა ტრანსფორმაცია განიცადონ. 

ივლისის დასაწყისში ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი წინასწარ შეთანხმდნენ კრიპტოვალუტების რეგულირების კანონპროექტის (MiCA) დებულებებზე. მასში აღწერილია წესები, რომლებიც ვრცელდება არაუზრუნველყოფილი კრიპტოაქტივების, Stablecoin-ების, სავაჭრო და კასტოდიალური პლატფორმების ემიტენტებზე.  

დოკუმენტი არ ეხება არაუერთიერთჩანაცვლებად ტოკენებს (NFT). მომდევნო 18 თვის განმავლობაში ევროკომისიამ შესაძლოა შეავსოს იგი შესაბამისი დებულებებით. 

მოგვიანებით ევროპის მწვანეთა პარტიის წევრებმა და სოციალისტებმა წარადგინეს შემოთავაზება AML/CFT პროცედურების სტანდარტების გაფართოების შესახებ დეცენტრალიზებულ ორგანიზაციებზე, DeFi- და NFT პლატფორმებზე. 

შეგახსენებთ, ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ ყველა კრიპტოვალუტა და Stablecoin შეესაბამება სპეკულაციური აქტივების განმარტებას და მათში ვალუტების აღიარება უადგილოა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.