Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

აშშ-ს სენატში შევიდა კანონპროექტი, რომელიც ათავისუფლებს 50$-მდე ღირებულების  ციფრული აქტივებით განხორციელებულ ტრანზაქციებს კაპიტალის მოგების გადასახადისგან. 

დოკუმენტის ავტორები არიან სენატორები პეტ ტუმი და კირსტენ სინემა. 

მიღების შემთხვევაში დოკუმენტი კრიპტოვალუტების მცირე შესყიდვებს გადასახადებისგან გაათავისუფლებს. 50 აშშ დოლარის ლიმიტი შეიძლება კიდევ დაკორექტირდეს ინფლაციის მოცულობის შესაბამისად. 

კანონპროექტი არ ვრცელდება ციფრულ აქტივებსა და ფიატს შორის გარიგებებზე. მის თანახმად „ყველა გაყიდვა ან გაცვლა, რომელიც არის ერთი და იგივე ტრანზაქციის ნაწილი (ან დაკავშირებული ტრანზაქციების სერია) უნდა განიხილებოდეს, როგორც ერთი გაყიდვა ან გაცვლა“. 

აშშ-ში კრიპტოვალუტების მომხმარებლებს ამჟამად კანონით მოეთხოვებათ ციფრული აქტივებით ტრანზაქციებიდან მიღებული შემოსავლის შესახებ ანგარიშის ჩაბარება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მარეგულირებლები განიხილავენ კრიპტოვალუტას პირველ რიგში როგორც საინვესტიციო ინსტრუმენტს და არა როგორც გადახდის საშუალებას. 

Coin Center-მა, Blockchain Association-მა და Association for Digital Asset Markets-მა მხარი დაუჭირეს სენატორების ინიციატივას. 

შეგახსენებთ, რომ კრიპტო ტრანზაქციების დაბეგვრის 50 აშშ დოლარიან ბარიერს ასევე შეიცავს კანონპროექტი „პასუხისმგებლიანი ფინანსური ინოვაციების შესახებ“, რომელიც იმავე სენატორებმა ივნისში წარადგინეს. 

მანამდე პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა სინტია ლმისმა ივარაუდა დოკუმენტის მიღების დრო 2023 წელი. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.