Jump to content

Recommended Posts

Posted

გამარჯობათ, ესეიგი მაქვს Huawei P20 (EML-L29) სჭირს ასეთი რამ, როცა ვამუშავებ მოულოდნელად მიდის რესტარტზე ძირითადად ასე ემართება ფეისბუქში რო შევდივარ ან მესენჯერში ასევე იუთუბშიც მოკლედ ყველგან თითქმის,ხან კამერის გახსნის დროსაც კი, როცა სურათის გადაღებას ვაპირებ, თვითონვე აწყებინებს სისტემას მუშაობას უბრალო რესტარტივით შვება ,თუმცა ხან არის რო თავისითაც აღარ იღვიძებს და კაი ხანი მიჭერია power ღილაკზე თითი რო ჩაირთოს, მარა ესე უფრო იშვიათად აკეთებს, რაში შეიძლება იყოს პრობლემა მიახლოებით მაინც? პროგრამამ ვითომ იცის ასეთები? ნუ ელემენტის ბრალი არ არის გამოირიცხა, ორი ელემენტი ისინჯდა უკვე და მათზეც ესე აკეთებს. იქნებ რაიმე მირჩიოთ,მადლობა წინასწარ.

Posted

გაღმა გადის

Posted

სავარაუდოდ შეუსრულდა 300 წელი, რესრეტი გაუკეთე და თუ განახლება კიდევ აქვს სისტემის განაახლე

ელემენტი ნორმალურად მუშაობს?

Posted

რესეტი ბევრჯერ გავაკეთე hard რესეტიც ვცადე არ უშველა, სისტემის განახლებას რომ ვაძლევ მიწერს,რომ ბოლომდე განახლებულიაო,მეტი განახლებები არ მოიძებნაო არადა რო დავგუგლე ამჟამინდელი პროგრამის ვერსია 2-3 განახლება კიდევაა გამოსული და ტელეფონი ვერ ხედავს,ბატარეა კი საკმაოდ კარგად ძლებს.

Posted
3 hours ago, Archili1997 said:

რო დავგუგლე ამჟამინდელი პროგრამის ვერსია 2-3 განახლება კიდევაა გამოსული და ტელეფონი ვერ ხედავს

რეგიონი საქართველოს მაგივრად საფრანგეთი დააყენე და მერე სცადე

Posted

ახლა ჩავწერე პროცესორის სტრეს ტესტის პროგრამები ტელეფონში რამოდენიმე, ყველაზე შევამოწმე სათითაოდ, სრული დატვირთვისას 8 ვე ბირთვის მაქსიმალური სიხშირე არის 1.69 GHz გამოვიდა,რომ სრული დატვირთვისას არ იყენებს მაქსიმალურ სიხშირეს, ტროტლინგია თუ არ ვცდები., როცა ამ პროცესორის მაქსიმალური სიხშირე არის 2.36 GHz, კაი ხანია გაშვებულია პროცესორი სტრეს ტესტზე და ასე არ ითიშება 1 საათზე მეტია , ვითომ პროცესორის პრობლემაა? როგორც კი გავთიშავ ახლა და დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს დაიწყებს ისევ რესტარტს.

Posted

პროცესორი ყოფილა დაზიანებული ნუ მოკლედ,ხელოსანმა შემიცვალა პლატა და ახლა რა ხდება, განახლება მოვიდა ოღონდ არა ე.წ პრაშივკის არამედ მთლიანი სისტემის HarmonyOS დააყენეო, და რა ვქნა დავაყენებინო ? თუ გაქვთ ვინმეს ჰუავეი როგორ მუშაობს ეს უახლესი სისტემა საერთოდ?

Posted
1 hour ago, Archili1997 said:

განახლება მოვიდა ოღონდ არა ე.წ პრაშივკის არამედ მთლიანი სისტემის

ერთი და იგივეა ეგ

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.