Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

სამხრეთკორეულმა კორპორაცია Samsung-მა პირველმა გაანხორციელა 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით დამზადებული ჩიპების მიწოდება: ამასთან დაკავშირებით კომპანიამ პატარა ღონისძიება მოაწყო. მას სტუმრობდნენ მსხვილი კორეელი ჩინოვნიკები, ასევე კომპანიის თანამშრომლები, რომელთა ძალისხმევით შედგა კიდეც 3-ნანომეტრიანი წარმოების ორგანიზება იმაზე უფრო ადრე, ვიდრე ამას მოახერხებდა ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი - ნახევრადგამტარი კომპონენტების ტაივანური გიგანტი TSMC, რომელიც 3-ნანომეტრიანი ჩიპების გამოვებას მიმდინარე წლის ბოლო კვარტალში აპირებს. 

Samsung-ის 3-ნანომეტრიან ჩიპებში გამოყენებულია GAA (Gate All Around) ტექნოლოგია, რომელიც კომპანიის მტკიცებით აღემატება ჩვეულებრივ FinFET-ს. იგი აქტუალური იქნება როგორც სერვერული პროცესორების, ასევე მობილური მოწყობილობების, კომპიუტერების, ლეპტოპების და სხვა ციფრული აღჭურვილობის სხვა ინოვაციური პროდუქტების წარმოებაში. 

Samsung და TSMC თავიანთი უახლესი ტექნოპროცესებით ერთმანეთს კონკურენციას გაუწევენ ისეთი მსხვილი კორპორაციების შეკვეთებისას, როგორებიც არიან AMD, Apple, MediaTek, NVIDIA და Qualcomm. ანალიტიკოსების შეფასებით ერთად ორივე კომპანიაც კი ვერ შეძლებს მოთხოვნის დაკმაყოფილებას: ზოგიერთ დამკვეთს ლოდინი მოუწევს, სანამ საწარმოო სიმძლავრეები წინა შეკვეთებისგან გათავისუფლდება, ამიტომ ნახევრადგამტარი კომპონენტების გლობალური დეფიტის დაძლევა ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.