Jump to content

Recommended Posts

Posted

Tesla-ს ელექტრომობილების წარმოების გაფართოების ტემპი აშკარად წინ უსწრებს ბრენდირებული ავტოგასამართი სადგურების ქსელის გაფართოების ტემპს და ამიტომ კომპანიის ხელმძღვანელი საჭიროდ მიიჩნევს მომხმარებლებისთვის ექსპრეს-მომსახურების ტექნოლოგიების დანერგვას. მოთხოვნათა უმეტესობა იმავე დღეს უნდა დაკმაყოფილდეს, ყველაზე მოუთმენელი მძღოლებისთვის კი ერთი საათის განმავლობაში ექსპრეს-მომსახურების შესაძლებლობა დაინერგება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Tesla 

როგორც Electrek განმარტავს, ილონ მასკი უკვე დიდი ხანია განიხილავს ფორმულა-1-ის გამოცდილების დანერგვას ელექტრომობილების ექსპრეს-მომსახურების ორგანიზების საკითხებში. ფაქტობრივად, ჯერ კიდევ 2015 წელს კომპანია სერვისის სფეროში ინოვაციების დირექტორად დანიშნა Kenny Handkammer - Red Bull Racing-ის სარბოლო გუნდის უფროსი მექანიკოსი ფორმულა-1-ში მუშაობის 25 წელზე მეტი გამოცდილებით. რამდენიმე წლის წინ იგი სამუშაოდ გადავიდა კონკურენტ Lucid Motors-ში, თუმცა მან, რა თქმა უნდა, მოასწრო მომავლისთვის გარკვეული რეზერვის შექმნა. 

გასულ თვეში მასკმა განაცხადა, რომ აპირებს ჩრდილოეთ ამერიკაში სერვი-ცენტრებს ორგანიზება გაუწიოს იმგვარად, რომ უმეტეს შემთხვევაში მზა ელექტრომობილის მოძრაობაშ გაშვება იმავე დღეს გახდეს შესაძლებელი. კომპანიის მიერ ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ელექტრომობილების შეკეთების ძირითადი ტიპები ერთ დღეში სრულდება, შემთხვევების ორი მესამედი უკვე ჯდება დასახულ სტანდარტში, თუკი სერვისში ხელმისაწვდომი იქნება საჭირო სათადარიგო ნაწილები.  

გასული კვირა მასკმა დაასრულა „საათობრივი სერვისის“ უფრო ხშირ გამოყენებაზე მუშაობის შესახებ გზავნილით. მისი თქმით, ფორმულა 1-ის ტექნოლოგიების გამოყენება შესაძლებელია და საჭიროა იქნას კიდეც გამოყენებული კომპანიის ელექტრომობილების მომსახურებისას. მომხმარებლების მანქანებთან უფრო სწრაფი მუშაობა საშუალებას მისცემს კომპანიას - უზრუნველყოს დროული მომსახურება გაყიდვების მოცულობის სწრაფი ზრდის პირობებში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.