Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

კომპანიის ანგარიშის თანახმად 2022 წლის მეორე კვარტლის ბოლოს ელექტრომობილების მწარმოებელმა Tesla-მ საკუთარი Bitcoin-ების დაახლოებით 75% გაანაღდა, რამაც მას 936 მლნ აშშ დოლარი მოუტანა. 

როგორც Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ლონ მასკმა კონფერენციაზე განაცხადა, კრიპტოვალუტის გაყიდვა განპირობებული იყო ლიკვიდობის გაზრდის აუცილებლობით ჩინეთში Covid-ის საწინააღმდეგო შეზღუდვების პერიოდში. 

ამავდროულად, კომპანია არ გაუყიდია "არც ერთი" Dogecoin, აღნიშნა ბიზნესმენმა. მანამდე მან განაცხადა, რომ გააგრძელებს Dogecoin-ის მხარდაჭერას ბაზრის კორექტირების მიუხედავად. 

მასკმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ Tesla ღიაა Bitcoin-ში მომავალი ინვესტიციებისთვის. 

კომპანიის მთლიანმა კვარტალურმა მოგება 16.93 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. 

Yahoo Finance-ის ცნობით Tesla-ს (TSLA) აქციები სტატიის წერის მომენტისთვის 742 აშშ დოლარად იყიდება. Bitcoin-ის ფასი 22900 აშშ დოლარამდე შემცირდა. 

image.png 

BTC/USDT-ის დღიური გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView. 

შეგახსენებთ, გასული წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ Tesla-მ Bitcoin-ში 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადო. თავად ლონ მასკმა ამ ინვესტიციებს "საკმაოდ სარისკო" უწოდა. 

2021 წლის აპრილში Tesla-მ გაყიდა თავისი აქტივების ნაწილი პირველ კრიპტოვალუტაში 272 მილიონ აშშ დოლარად. 

Posted

მაგან დროებით დაატორმუზა ბიტკოინის ფასის ზრდა, თუმცა ისეთი ვარდნაც არ ყოფილა, 24000$-ან ასე 22000$ დაეცა და მაგის შემდეგ რაღაც საშვალო კურსზე დგას, უფრო 22000-23000$ ფარგლებში, ეთერეუმი უფრო კარგ ფორმაშია ამ ეტაპზე

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.