Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

კომპანია Lenovo-მ წარადგინა All-In-One ტიპის ახალი დესკტოპ კომპიუტერი ThinkCentre neo 50a 24 ინოვაციური ფუნქციებით, რომლებიც მხარდაჭერილია ხელოვნური ინტელექტის მიერ მცირე და საშუალო ბიზნესის (SMB) მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით. ლენოვო აფართოებს მიმდინარე წლის დასაწყისში დაანონსებული ThinkCentre neo დესკტოპ კომპიუტერების პორტფოლიოს, რათა განვითარებად კომპანიებს შესთავაზოს მაღალი წარმადობის გამომთვლელი მოწყობილობები სამუშაო პროცერების ხელშეწყობისთვის.  

ახალი AIO დესკტოპ კომპიუტერები მუშაობენ უახლესი მე-12 თაობის Intel Core H-სერიის პროცესორებზე, მათში წარმოდგენილია დისკრეტული გრაფიკა Intel Arc A370M და ოპერაციული სისტემა Windows 11. კომპიუტერებში ხელმისაწვდომია ხელოვნურ ინტელექტზე დამყარებული ტექნოლოგიები, მათ შორისაა სიახლოვეს ადამიანის არსებობის ამოცნობის ფუნქცია, ეკრანის ადაპტირებადი ჩაბნელება, ხმის ჩახშობა და AI Meeting Manager.  

ThinkCentre neo 50a 24 სისტემაში მოცემულია TÜV Rheinland Low Blue Light-ით სერტიფიცირებული 23.8-დუიმიანი Full-HD დისპლეი ხედვის ფართო კუთხით. ხელმისაწვდომია სენსორული მართვის ფუნქცია. კომპიუტერს საფირმო ფერებსა და მასალებში წარმოდგენილი თანამედროვე ტიპის მოდული და მინიმალისტური დიზაინი აქვს, შეესაბამება fTPM-ზე დამყარებულ სტანდარტ ThinkShield-ს, გააჩნია დაცვა BIOS-ის დონეზე და პორტების დაცვა, ეკოლოგიური სტანდარტების დაცვის მიზნით კი შეფუთვა დამზადებულია ოკეანიდან მოპოვებული გადამუშავებული პლასტმასით საღებავის გამოყენების გარეშე. 

საკმაოდ მაღალი გამომთვლელი სიმძლავრე და პროფესიონალური დონის გრაფიკა უმკლავდება ყველაზე რთულ ამოცანებს 16 გბ-მდე მეხსიერების წყალობით, მონაცემთა შენახვის მეტ საშუალებას კი იძლევა სივრცე ლოკალური მონაცემებისთის. Wi-Fi 6-ს წყალობით მაქსიმალურად არის გაზრდილი სიჩქარე გადატვირთულ ქსელებში, რათა დაბრკოლების გარეშე შესრულდეს ქლაუდ-სამუშაოები. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.