Magdalena Posted July 21, 2022 Posted July 21, 2022 კონგრესმა და SEC-მა უფრო მკაცრი პოზიცია უნდა დაიკავონ კრიპტოვალუტების ინდუსტრიასთან დაკავშირებით. ამის შესახებ აშშ-ის სენატის საბანკო კომიტეტის წევრმა ელიზაბეტ უორენმა განაცხადა, წერს Yahoo Finance. „განგაშს ვტეხ კრიპტოვალუტებსა და მომხმარებელთა დაცვისა და ფინანსური სტაბილურობისთვის მკაცრი რეგულაციების აუცილებლობის შესახებ. ძალიან ბევრმა კომპანიამ მოახერხა მომხმარებლებისა და ჩვეულებრივი ინვესტორების მოტყუება“ - განაცხადა სენატორმა. მისი აზრით SEC-ის ხელმძღვანელმა გერი გენსლერმა უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს მოქმედება. უორენის განცხადებამ გაიჟღერა კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ უამრავ კომპანიასთან მიმდინარე პრობლემების ფონზე. 13 ივნისს Celsius Network-მა შეაჩერა თანხის გატანა, გაცვლა და გადარიცხვები ანგარიშებს შორის "ექსტრემალური ბაზრის პირობების გამო". ერთი თვის შემდეგ, კრიპტოსესხების პლატფორმამ გაკოტრების შესახებ განცხადება შეიტანა. 5 ივლისს ცნობილი გახდა პლატფორმა CoinLoan-ის მიერ თანხების გატანის ლიმიტების დროებითი შემოღების შესახებ „ბაზრის პირობების“ გამო. მანამდე შესაძლო რესტრუქტურიზაცია გამოცხადდა პლატფორმა Vauld-ის მიერ, რომელსაც მხარს უჭერს პიტერ ტილი. მანამდე კრიპტობროკერ Voyager Digital-მა შეამცირა დღიური განაღდების ლიმიტი 25000-დან 10000 აშშ დოლარამდე Three Arrows Capital-თან (3AC) პრობლემების გამო. ივლისის დასაწყისში კომპანიამ განაცხადა გაკოტრების შესახებ. მსგავსი განცხადება თავად ჰეჯ-ფონდმაც გააკეთა. ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება 3AC-ის ლიკვიდაციის შესახებ, ხოლო სინგაპურის ფინანსურმა მარეგულირებელმა კომპანიას დაადანაშაულა მცდარი ინფორმაციის მიწოდებისა და მართვის ქვეშ მყოფი აქტივების ნებადართული ზღვრის გადამეტებისთვის. 2021 წლის სექტემბერში უორენმა აღნიშნა ციფრული აქტივების ინდუსტრიის რეგულირების აუცილებლობა ბაზრის კრახისა და Bitcoin-ბირჟებზე დაკავშირებული შეფერხებების ფონზე. 2022 წლის აპრილში სენატორმა კრიპტოვალუტები შეადარა აშშ-ში არსებულ იპოთეკურ კრიზისს. https://tinyurl.com/2p8fcauk
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now