Jump to content

Recommended Posts

Posted

ADATA-მ გააზიარა ახალი დეტალები PCIe 5.0 ინტერფეისის მქონე სამომავლო XPG სერიის NVMe SSD-ების შესახებ. გარდა ამისა, კომპანიამ განაცხადა, რომ გამოსაშვებად ამზადებს ოპერატიულ მეხსიერება XPG Slayer DDR5-7000-ის ნაკრებებს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: ADATA / IT Home 

სამომავლო PCIe 5.0 x4 ინტერფეისის მქონე NVMe SSD შეესაბამება NVMe 2.0 პროტოკოლს და შემოგვთავაზებს წაკითხვის 14 გბ/წმ სიჩქარეს, ხოლო ჩაწერის - 12 გბ/წამამდე. ამ SSD-ებისთვის კომპანიამ შეიმუშავა გაგრილების ახალი ეფექტური სისტემა. 

image.jpeg 

როგორც პორტალი VideoCardz წერს, ახალი SSD-ების გარეგნული იერსახით თუ ვიმსჯელებთ, ისინი დამყარებული იქნება ADATA Project Blackbird-ის პროტოტიპზე, რომელსაც თავდაპირველად არ ჰქონდა გაგრილების რადიატორი. პორტალ IT Home-ის მონაცემებით პროტოტიპ Blackbird-ს საფუძვლად დაედება კონტროლერი SM2508, რომელიც უზრუნველყოფს შემთხვევითი წაკითხვის ოპერაციების წარმადობას 1.8 მლნ IOPS დონეზე, შემთხვევითი ჩაწერის ოპერაციებისას კი - 1.6 მლნ IOPS-ამდე. ეს SSD-ები წარმოდგენილი იქნება 8 ტერაბაიტამდე მეხსიერების მოცულობით. 

XPG Slayer RGB DDR5 ოპერატიული მეხსიერების მოდულები იმუშავებს ეფექტურ 7000 მჰც-მდე სიხშირეზე. ახალი პროდუქტების უფრო დეტალური მახასიათებლები კომპანიას ჯერ არ დაუსახელებია. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.