Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

პროცესორ Intel Core i9-13900K-ს საკვალიფიკაციო ნიმუშის ტესტირება შედგა სინთეტიკურ ბენჩმარკებსა და სამუშაო სცენარებში, რომლებშიც მან მრავალნაკადიანი წარმადობის მნიშვნელოვანი ზრდა დააფიქსირა i9-12900K ჩიპთან შედარებით ბირთვების დიდი რაოდენობის ხარჯზე - 24 (8P+16E) -16 (8P+8E) ბირთვის ნაცვლად. ერთნაკადიან წარმადობაში განსხვავება დიდი არ იყო, იდენტური სიხშირის პირობებში კი - საერთოდ შეუმჩნეველი. ზემოთხსენებული ტესტის ავტორმა, ბლოგერმა EP Extreme Player-იმა პლატფორმა Bilibili-ზე გამოაქვეყნა კიდევ ერთი შედარება, თუმცა ამჯერად თამაშებსა და 3DMark-ზე. 

შედარება განხორციელდა Z690 პლატფორმაზე 32 GB DDR5-6400 მეხსიერებით და GeForce RTX 3090 Ti გრაფიკული ბარათით. Intel Core i9-13900K ნიმუში მუშაობდა 5.5 გჰც-ზე, ხოლო Core i9-12900K - 4.9 გჰც-ზე. ასევე, ფლაგმანურ Raptor Lake-S-ს აქვს უპირატესობა L2 + L3 ქეშ-მეხსიერებაში, წარმოდგენილია 68 მბ მოცულობა Core i9-12900K-ის 44 მბ-ის წინააღმდეგ. 

image.png 

წყარო: EP Extreme Player, Bilibili 

საშუალო FPS-ის მხრივ თამაშებში სხვაობა არც ისე დიდია, მაგრამ ზოგ შემთხვევაში მნიშვნელოვან მაჩვენებელს აღწევს, მაგალითად FF IX Endwalker-ში მატება 33%-ია. დიდ ყურადღებას იქცევს კადრების მინიმალური რაოდენობის მატება, ამ მხრივ Core i9-13900K ძალიან კარგი აღმოჩნდა და უზარმაზარ უპირატესობას აფიქსირებს RDR2-ში, Forza Horizon 5-სა და PUBG-ში. EP Extreme Player-ის ვიდეოში მოცემულია უამრავ შედარება ცალკეულ თამაშებში სხვადასხვა გაფართოებაზე. გარდა ამისა, არსებობს მონაცემები ენერგმოხმარებაზე, რიგ თამაშებში Core i9-13900K მოიხმარდა 50%-მდე მეტ ენერგიას: მაგალითად RDR2-ში დააფიქსირა მაქსიმალური მაჩვენებელი 162 ვატი იმ დროს, როდესაც i9-12900K მოიხმარდა 123 ვატს. 

რსებული ცნობების თანახმად პროცესორის ფინალური ვერსია იმუშავებს 5.7-5.8 გჰც-ზე, რაც იმას ნიშნავს, რომ წარმადობა მეტი იქნება. ამჟამად არ არსებობს BIOS-ის საბოლოო ვერსიები Raptor Lake-S ტესტირებისთვის. ზოგიერთი მწარმოებელი აღნიშნავს, რომ მიმდინარე განახლებები განკუთვნილია თავდაპირველი მხარდაჭერისთვის და არა ტესტირებისთვის, რამაც შეიძლება გააუარესოს წარმადობა და ენერგმოხმარება 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.