Jump to content

Recommended Posts

Posted

Super Heavy რაკეტის ამაჩქარებლის პროტოტიპი, რომლის გამოცდები მეორე დღეს აფეთქებით დასრულდა, ექსპლუატაციას მომავალ კვირას დაუბრუნდება. SpaceX-ის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა დაწერა, რომ შესაძლებელია ამაჩქარებელი კვლავ გამოჩნდეს ტეხასის საფრენ პლატფორმაზე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: SpaceX 

მასკის თქმით ამაჩქარებლის პროტოტიპი შემოწმებისთვის სახელოსნოში დააბრუნეს. საფრენ პლატფორმაზე იგი გამოჩნდება „სავარაუდოდ მომავალ კვირაში“. Super Heavy ამაჩქარებელი ახალი თაობის სარაკეტო სისტემა Starship-ის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს. გამშვებ პლატფორმაზე ბოლო ტესტების დროს მოხდა აფეთქება მის ძრავის განყოფილებაში და დარტყმითი ტალღა, Reuters-ის ცნობით, რამდენიმე მილის რადიუსში გავრცელდა. 

ადრე SpaceX-მა უკვე განახორციელა Starship-ის სატესტო გაშვებები ამაჩქარებლის გარეშე დაახლოებით 10 კმ სიმაღლეზე, მაგრამ კომპანიას არასოდეს გაუშვია ორბიტაზე სრულმასშტაბიანი 122 მეტრიანი სარაკეტო სისტემა. ზაფხულის ბოლოსთვის კომპანიამ დაგეგმა სადებიუტო ორბიტალური ფრენა, მაგრამ ბოლო ინციდენტმა შეიძლება ეს საკითხი გაართულოს. 

აშშ-ს ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ (FAA), რომელიც ზედამხედველობს გაშვების და დაშვების უსაფრთხოებას, განაცხადა, რომ აფეთქებასთან დაკავშირებით „მჭიდრო კონტაქტში“ იმყოფებოდა SpaceX-თან, მაგრამ არ აპირებ ოფიციალური გამოძიების დაწყებას, რადგან ინციდენტი მოხდა ტესტირების დროს და არა რეალური ფრენისას. 

მასკმა უკვე განაცხადა, რომ კომპანია დააბრუნებს გამაძლიერებელს ანგარში, რათა შეისწავლოს მისი 33 სარაკეტო ძრავ. გუშინ მან გამოაქვეყნა ტვიტი, რომლის მიხედვითაც Starship-ის გაშვება შეიძლება მოხდეს მომდევნო თვეში, თუკი ტესტირება გართულებების გარეშე ჩაივლის. 

ეს ხომალდი ბიზნესმენის ამბიციის მთავარი ელემენტია - ხალხი მთვარესა და მარსზე წაიყვანოს. გასულ წელს პროექტი NASA-მ შეარჩია, რათა უახლოეს მომავალში მთვარეზე ასტრონავტების გუნდი გაუშვას. უახლოეს მომავალში SpaceX აპირებს Starship-ის გაშვებას ფლორიდაში მდებარე კანავერალის პლატფორმიდან, ხოლო ტესტირება ტარდება SpaceX-ის მოედანზე ტეხასში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.