Jump to content

Recommended Posts

Posted

მიმდინარე წელს (ან შესაძლოა მოგვიანებით) მოსალოდნელია ახალი თაობის გრაფიკული ბარათების გამოჩენა ორი წამყვანი მწარმოებლისგან. Nvidia-ს და AMD-ს ჯერ არ გაუმხელიათ ყველა ინფორმაცია ახალ გრაფიკულ პროცესორებთან დაკავშირებით, მაგრამ არაერთხელ ითქვა, რომ დაფების ენერგმოხმარება გაიზრდება. 

image.jpeg 

მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდა ინტერვიუ AMD-ის უფროს ვიცე-პრეზიდენტ Sam Naffziger-თან. მან დარწმუნებულობა გამოხატა იმაში, რომ AMD უახლოეს წლებში შეძლებს ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული გეგმების რეალიზებას. და მაინც, მოხმარება ჯერჯერობით გაიზრდება. 

ინჟინრები აწყდებიან მურის კანონის შეზღუდვებს, რომლის იგნორირება შეუძლებელია. არაოფიციალური ცნობით ფლაგმანური Nvidia RTX 4090 მოიხმარს 600 ვატამდე ენერგიას. ამჟამინდელი ყველაზე მომთხოვნი მოდელი 3090 Ti ხარჯავს 450 ვატს. 

image.jpeg 

მომდევნო თაობის დაფებს არ ქნება 600-ვატიანი ენერგომოხმარება, თუმცა ასეთივე მოლოდინი არ არსებობს ოდნავ უფრო შორეულ სამომავლო ვიდეო დაფებთან დაკავშირებით. AMD-ის დიაგრამა გვიჩვენებს, რომ 2025 წლისთვის ენერგომოხმარება იზრდება 700 ვატამდე. ამავე დროს, არ არის ნათქვამი, საუბარია მხოლოდ ფლაგმანურ მოდელებზე, თუ უფრო სუსტი დაფებიც ამდენივეს მოიხმარენ. ნებისმიერ შემთხვევაში ვიდეო დაფის ყიდვისას, დიდი ალბათობით, ამავდროულად ახალი კვების წყარო გახდება საჭირო. 

Naffziger ამბობს, რომ AMD-ს შეუძლია გაზარდოს წარმადობა და გადაჭრას ენერგმოხმარების პრობლემა. Techspot-ის თანახმად კომპანია Infinity Cache-ს მიიჩნევს, როგორც უპირატესობას და ასევე აცხადებს, რომ უპირატესობა გააჩნია Nvidia-სთან შედარებით, როდესაც საქმე ეხება ჩიპლეტების დიზაინს. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.