Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

Stablecoin-ები არაპრაქტიკულია, როგორც გადახდის მეთოდი და მათი ამჟამინდელი ფორმა არ არის შესაფერისი რეალურ ეკონომიკაში გამოსაყენებლად. ამის შესახებ ევროპის ცენტრალური ბანკის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშშია ნათქვამი. 

ანალიტიკოსებმა დაასკვნეს, რომ მარეგულირებელი ზედამხედველობის ნაკლებობა და ზოგიერთი ალგორითმული Stablecoin-ის კოლაფსი, როგორიცაა TerraUSD, მიუთითებს გადამდებ ეფექტებზე, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს ამ აქტივებმა ფინანსურ სისტემაში. 

„ყველაზე მსხვილიStablecoin-ები“ ასრულებენ ლიკვიდურობის მნიშვნელოვან ფუნქციას […]. ამას შეიძლება ჰქონდეს ფართო გავლენა ციფრული აქტივების ბაზრებზე, თუ ადგილი აქვს ნდობის დარღვევას ან დაკარგვას“, - ნათქვამია მოხსენებაში. 

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა Stablecoin-ების, როგორც გადახდის საშუალების გამოყენება „არაპრაქტიკულად“ მიიჩნია. სიჩქარე და ღირებულება, ისევე, როგორც მათი კონვერტაციის პირობები, „არაადეკვატურია ეკონომიკის რეალურ სექტორში გადახდებში გამოსაყენებლად“, აღნიშნეს სპეციალისტებმა. 

ანალიტიკოსების შემოთავაზებაა საზედამხედველო და მარეგულირებელი ზომების შემუშავება ფინანსური სტაბილურობისთვის Stablecoin-ებთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად. 

ანგარიშში ნათქვამია, რომ მათი შეღწევა რეგიონში შეზღუდულია - ევროპული საგადახდო სერვისების პროვაიდერებს დიდი აქტივობა არ გამოუჩენიათ. 

შეგახსენებთ, რომ MiCA-ს დებულებების თანახმად, „Stablecoin-ების“ ემიტენტებს მოეთხოვებათ დაიცვან მკაცრი ოპერაციული და პრუდენციალური წესები ტრანზაქციების მოცულობის შეზღუდვით დღეში 200 მილიონი ევროს ოდენობით. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.